[1] მორწმუნეთა დედა ‘აიშა გადმოგვცემს: ერთხელ ბავშვი გარდაიცვალა და მის შესახებ ვთქვი: ნეტავი მას, ის ხომ სამოთხის ჩიტთაგან ერთ-ერთი ჩიტია. ამაზე ალლაჰის შუამავალმა ﷺ მითხრა: განა არ იცი, რომ ალლაჰმა სამოთხე და ჯოჯოხეთი გააჩინა, ასევე გააჩინა ერთის მკვიდრიც და მეორესიც? (მუსლიმ, ყადერ 6/2662.)
[1] აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ალლაჰს აქვს ოთხმოცდაცხრამეტი სახელი, ვინც მათ დაიზეპირებს ის შევა სამოთხეში. ჭეშმარიტად ალლაჰი კენტია და მას უყვარს კენტი.“ (მუსლიმ, ზიქრ ვე დუ’ა 2/2677.)
ალლაჰის სახელები ყურანსა და სუნნეთშია გადმოცემული, რომლებიც ალლაჰის გაცნობაში გვეხმარება და მის უნაკლო თვისებებს/ატრიბუტებს გვამცნობს, როგორებიცაა: მოწყალე, მწყალობელი, გამჩენი, მასაზრდოებელი, მიმტევებელი, ლმობიერი, მსცოცხლებელი და ა.შ. მისი სახელების შესწავლით ჩვენ ვტყობილობთ, რომ ალლაჰი არის ყველაფრის გამჩენი, მისი წყალობა ყველაფერს მოიცავს, ისაა სარჩოს მბოძები, მპატიებელი, ყოვლის მხედველი, ყოვლის მსმენელი და მისთვის სასურველი რამის მისივე სურვილისამებრ გამჩენი ღმერთი.
[1] ორიგინალი – „ისთიდრაჯ“ (استدراج), ჩვენ ეს სიტყვა აიათში ვთარგმნეთ როგორც ნაბიჯ-ნაბიჯ დაღუპვამდე მიყვანა. ისტყვას ლექსიკონური მნიშვნელობაა საფეხურ-საფეხურ, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. როგორც ტერმინი „ისთიდრაჯი“ გამოიყენება იმ ადამიანის მდგომარეობის გამოსახატად, რომელიც ურწმუნოობის მწვერვალზე იმყოფება და სხვადასხვა წარმატებებით თუ ამქვეყნიური სიკეთეებით გათამამებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად ეფლობა ურწმუნოობასა და ურჩობაში, რასაც სულიერად სრულ დაღუპვამდე მიჰყავს.
[1] მუჰამმედ შუამავალს ﷺ, რომელიც მათი თანამოძმე, ნათესავი და ზოგისთვის მეგობარი იყო და ყველამ კარგად იცოდა რომ მას შეშლილობა არ ახასიათებდა.
[1] ყურანის შემდეგ.