ߞߎ߬ߙߣߊ߬ ߞߟߊߒߞߋ ߞߘߐ ߟߎ߬ ߘߟߊߡߌߘߊ - ߖߐߙߑߖ߭ߌߦߊߞߊ߲ ߘߟߊߡߌߘߊ - ߊ߬ ߓߊ߯ߙߊ ߦߋ߫ ߛߋ߲߬ߠߊ߫

ߕߓߊߞߘߐߣߍ߲߫

external-link copy
1 : 7

الٓمٓصٓ

ელიფ ლაამ მიიმ საად. info
التفاسير:

external-link copy
2 : 7

كِتَٰبٌ أُنزِلَ إِلَيۡكَ فَلَا يَكُن فِي صَدۡرِكَ حَرَجٞ مِّنۡهُ لِتُنذِرَ بِهِۦ وَذِكۡرَىٰ لِلۡمُؤۡمِنِينَ

(აი), წიგნი შენთვის ჩამოვლენილი - (ურწმუნოთა) გასაფრთხილებლად და მორწმუნეთა შესაგონებლად, – ასე რომ, ნუ იქნება შენს გულში მის მიმართ სივიწროვე (ეჭვი). info
التفاسير:

external-link copy
3 : 7

ٱتَّبِعُواْ مَآ أُنزِلَ إِلَيۡكُم مِّن رَّبِّكُمۡ وَلَا تَتَّبِعُواْ مِن دُونِهِۦٓ أَوۡلِيَآءَۗ قَلِيلٗا مَّا تَذَكَّرُونَ

მიჰყევით იმას, რაც ჩამოგევლინათ თქვენი ღმერთისგან და ნუ გაჰყვებით მის ნაცვლად სხვა მეგობრებს[1] . ძალიან ცოტაა, რასაც შეგონებიდან ითვალისწინებთ. info

[1] რომელნიც მოგიწოდებენ, რომ ალლაჰის მაგიერ კერპებს სცეთ თაყვანი.

التفاسير:

external-link copy
4 : 7

وَكَم مِّن قَرۡيَةٍ أَهۡلَكۡنَٰهَا فَجَآءَهَا بَأۡسُنَا بَيَٰتًا أَوۡ هُمۡ قَآئِلُونَ

და რამდენი ქალაქი გაგვინადგურებია, რომლებსაც ჩვენი რისხვა დასტყდომია თავს - ღამით ან დღისით. info
التفاسير:

external-link copy
5 : 7

فَمَا كَانَ دَعۡوَىٰهُمۡ إِذۡ جَآءَهُم بَأۡسُنَآ إِلَّآ أَن قَالُوٓاْ إِنَّا كُنَّا ظَٰلِمِينَ

როდესაც ჩვენი რისხვა დაატყდათ თავს, მათი გოდება - „ჩვენ მართლაც უსამართლონი ვიყავით“ - თქმის მეტი არაფერი ყოფილა. info
التفاسير:

external-link copy
6 : 7

فَلَنَسۡـَٔلَنَّ ٱلَّذِينَ أُرۡسِلَ إِلَيۡهِمۡ وَلَنَسۡـَٔلَنَّ ٱلۡمُرۡسَلِينَ

აუცილებლად მოვკითხავთ მათ, ვისაც შუამავლები წარეგზავნათ და, უთუოდ, მოვკითხავთ მათაც, ვინც შუამავლებად წარიგზავნენ. info
التفاسير:

external-link copy
7 : 7

فَلَنَقُصَّنَّ عَلَيۡهِم بِعِلۡمٖۖ وَمَا كُنَّا غَآئِبِينَ

აუცილებლად ვუამბობთ მათ ცოდნით, - და ჩვენ არ ვყოფილვართ დაუსწრებელნი.[1] info

[1] განკითხვის დღეს აუცილებლად ვუამბობთ თავიანთი მოქმედებების შესახებ ჩვენი შეუცდომელი ცოდნით, და არასდროს ვყოფილვართ მათი მოქმედებების ცოდნას მოწყვეტილნი.

التفاسير:

external-link copy
8 : 7

وَٱلۡوَزۡنُ يَوۡمَئِذٍ ٱلۡحَقُّۚ فَمَن ثَقُلَتۡ مَوَٰزِينُهُۥ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡمُفۡلِحُونَ

და იმ დღეს (მოქმედებების) აწონვა ჭეშმარიტებაა, ხოლო ვისი ასაწონიც მძიმე აღმოჩნდება, სწორედ ეგენი არიან გადარჩენილნი.[1] info

[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უეჭველად, უზენაესი ალლაჰი ჩემი უმმეთიდან ერთ კაცს დანარჩენი ქმნილებებისგან გამოარჩევს და მათ წინ დააყენებს. შემდეგ მას წაუყენებენ 99 დავთარს, (რომლებიც მისი ნამოქმედარი უხეირო საქმეებითაა სავსე). თითოეულის ზომა სცდება თვალსაწიერს. შემდეგ უზენაესი მას კითხავს: ამათგან რომელიმეს უარყოფ? უსამართლოდ ხომ არ მოგექცნენ შენი ნამოქმედარის აღმრიცხველი ანგელოზები? ის იტყვის: არა, ღმერთო. მას ისევ კითხავს: თავის გასამართლებელი რაიმე საპატიო მიზეზი გაქვს? ის ეტყვის: არა, ღმერთო. შემდეგ ღმერთი ეტყვის: ჩვენ წინაშე მიღებული ერთი სიკეთე გაქვს შენ. უეჭველად, დღეს შენ წინააღმდეგ არანაირი უსამართლობა არ იქნება. შემდეგ წარმოადგენენ პატარა ფურცელს, რომელზეც წერია: ეშჰედუ ელ-ლაა ილააჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ ‘აბდუჰუ ვე რასუულუჰუ“ (ვამოწმებ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა; ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მონა და მოციქულია). უზენაესი ეტყვის: შენ თვითონ აწონე შენი ნამოქმედარი. ის იტყვის: ღმერთო! სად ეს პატარა ფურცელი და სად ამოდენა დავთრები? ღმერთი ეტყვის: უეჭველად, შენ უსამართლობას არ გადაეყრები. შუამავალმა ﷺ თქვა: შემდეგ დაალაგებენ ცოდვებით სავსე დავთრებს სასწორის ერთ თეფშზე და იმ პატარა ფურცელს მეორე თეფშზე. დავთრებით სავსე თეფში მაღლა წამოიწევა, ხოლო პატარა ფურცელი უფრო მძიმე იქნება და გადაწონის მას. ალლაჰის სახელის წინაშე არაფერს აქვს წონა და სიმძიმე.“ (თირმიზ, იმან 17/2639.)

التفاسير:

external-link copy
9 : 7

وَمَنۡ خَفَّتۡ مَوَٰزِينُهُۥ فَأُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓاْ أَنفُسَهُم بِمَا كَانُواْ بِـَٔايَٰتِنَا يَظۡلِمُونَ

ხოლო ვისი ასაწონიც მჩატე აღმოჩნდება, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც სულები წარიწყმიდეს – იმის გამო რასაც უსამართლოობდნენ ჩვენი აიათების/სასწაულების მიმართ. info
التفاسير:

external-link copy
10 : 7

وَلَقَدۡ مَكَّنَّٰكُمۡ فِي ٱلۡأَرۡضِ وَجَعَلۡنَا لَكُمۡ فِيهَا مَعَٰيِشَۗ قَلِيلٗا مَّا تَشۡكُرُونَ

ვფიცავ, ჩვენ დაგამკვიდრეთ დედამიწაზე და იქ შევქმენით თქვენთვის ცხოვრების პირობები. ძალიან ცოტაა, რა მადლიერებასაც გამოხატავთ. info
التفاسير:

external-link copy
11 : 7

وَلَقَدۡ خَلَقۡنَٰكُمۡ ثُمَّ صَوَّرۡنَٰكُمۡ ثُمَّ قُلۡنَا لِلۡمَلَٰٓئِكَةِ ٱسۡجُدُواْ لِأٓدَمَ فَسَجَدُوٓاْ إِلَّآ إِبۡلِيسَ لَمۡ يَكُن مِّنَ ٱلسَّٰجِدِينَ

ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ, შემდეგ გამოგსახეთ, მერე ვუთხარით ანგელოზებს: სეჯდე[1] აღასრულეთ ადამისთვის! უმალვე სეჯდეზე დაემხნენ, გარდა იბლისისა,[2] ის არ ყოფილა სეჯდეს აღმსრულებელთაგანი. info

[1] ორიგინალი – „სეჯდე“ (سجدة): უზენაესი ალლაჰის წინაშე მუხლმოდრეკითა და ქედის მოხრით მორჩილებისა და თაყვანისცემის გამომხატველი მოქმედებაა. სეჯდე შვიდი ორგანოს – ფეხის თითების, მუხლების, ხელის გულების და ცხვირ-შუბლის ძირს შეხებით სრულდება. სეჯდე ყიბლას მიმართულებით უნდა შესრულდეს, რომლის დროსაც ხელის თითებიცა და ფეხის თითებიც ყიბლას მიმართულებით უნდა იყოს მიმართულნი.
[2] ორიგინალი – „იბლისი“ (ابليس): სატანას სახელია, რომელიც წარმომავლობით ჯინია, თუმცა თავისი განსწავლულობისა და დამსახურების გამო ანგელოზებთან ერთად იმყოფებოდა. ასეთმა პატივმა იბლისი იმდენად გააყოყოჩა, რომ ღვთის მიმართ სიურჩე გამოავლინა.

التفاسير: