ߞߎ߬ߙߣߊ߬ ߞߟߊߒߞߋ ߞߘߐ ߟߎ߬ ߘߟߊߡߌߘߊ - ߖߐߙߑߖ߭ߌߦߊߞߊ߲ ߘߟߊߡߌߘߊ - ߊ߬ ߓߊ߯ߙߊ ߦߋ߫ ߛߋ߲߬ߠߊ߫

ߞߐߜߍ ߝߙߍߕߍ:close

external-link copy
156 : 7

۞ وَٱكۡتُبۡ لَنَا فِي هَٰذِهِ ٱلدُّنۡيَا حَسَنَةٗ وَفِي ٱلۡأٓخِرَةِ إِنَّا هُدۡنَآ إِلَيۡكَۚ قَالَ عَذَابِيٓ أُصِيبُ بِهِۦ مَنۡ أَشَآءُۖ وَرَحۡمَتِي وَسِعَتۡ كُلَّ شَيۡءٖۚ فَسَأَكۡتُبُهَا لِلَّذِينَ يَتَّقُونَ وَيُؤۡتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَٱلَّذِينَ هُم بِـَٔايَٰتِنَا يُؤۡمِنُونَ

და ამქვეყნად დაგვიწერე სიკეთე ასევე იმქვეყნადაც, უეჭველად, ჩვენ სისანულით მოვიქეცით შენსკნ. (ღმერთმა) თქვა: ჩემს სასჯელს ვაწევ მას, ვისთვისაც ვინებებ, ხოლო ჩემი წყალობა (ამქვეყნად) გარემოიცავს ყველაფერს, ხოლო მას (იმქვეყნდა) დავუწერ იმათ, რომლებიც ღვთის მოშიშნი არიან, ზექათს გასცემენ და რომელთაც ჩვენი აიათების/სასწაულების სწამთ. info
التفاسير:

external-link copy
157 : 7

ٱلَّذِينَ يَتَّبِعُونَ ٱلرَّسُولَ ٱلنَّبِيَّ ٱلۡأُمِّيَّ ٱلَّذِي يَجِدُونَهُۥ مَكۡتُوبًا عِندَهُمۡ فِي ٱلتَّوۡرَىٰةِ وَٱلۡإِنجِيلِ يَأۡمُرُهُم بِٱلۡمَعۡرُوفِ وَيَنۡهَىٰهُمۡ عَنِ ٱلۡمُنكَرِ وَيُحِلُّ لَهُمُ ٱلطَّيِّبَٰتِ وَيُحَرِّمُ عَلَيۡهِمُ ٱلۡخَبَٰٓئِثَ وَيَضَعُ عَنۡهُمۡ إِصۡرَهُمۡ وَٱلۡأَغۡلَٰلَ ٱلَّتِي كَانَتۡ عَلَيۡهِمۡۚ فَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ بِهِۦ وَعَزَّرُوهُ وَنَصَرُوهُ وَٱتَّبَعُواْ ٱلنُّورَ ٱلَّذِيٓ أُنزِلَ مَعَهُۥٓ أُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡمُفۡلِحُونَ

რომლებიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ მაცნეს,[1] რომელსაც თავისთან პოულობენ ჩაწერილს თევრათსა და ინჯილში,[2] ის მათ უბრძანებს სიკეთეს და უკრძალავ უკეთურებას, ჰალალად უწესებს სპეტაკსა და ჰარამად უწესებს უწმინდურსა, ასევე მათ ათავისუფლებს სირთულისა და უღლისგან, რომელიც მათ ედგათ,[3] და რომლებმაც ირწმუნეს მისი, დააფასეს იგი, მხარში დაუდგნენ და გაჰყვნენ იმ ნათელს, რომელიც მასთან ერთად ჩამოევლინა,[4] სწორედ ეგენი არიან გადარჩენილნი. info

[1] მუჰამმედ შუამავალი ﷺ, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა და არანაირი განათლება არ მიუღია. ის ერთ-ერთ ჰადისში ამბობს: „ჩვენ გაუნათლებელი საზოგადოება ვართ, არც წერა ვიცით და არც ანგარიში.“ (ბუხარი, სავმ 13/1913.)
[2] ‘ატა ბინ იესარი გადმოგვცემს: ერთხელ ‘აბდულლაჰ ბინ ომარს შევხვდი და ვუთხარი: ალლაჰის შუამავლის დახასიათების შესახებ მიამბე, რომელიც თევრათშია აღწერილი. მან მითხრა: კარგი, ალლაჰს ვფიცავარ, რომ ის თევრათში ზოგიერთი იმ თვისებებითაა დახასიათებული, რომლებითაც ყყურანშია. ო, მაცნეო! უეჭველად ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად, გამფრთხილებლად და წერა-კითხვის უცოდინართა (უღონოთა) მფარველად. შენ ჩემი მსახური ხარ, ამასთანავე ჩემი შუამავალი, მე შენ მუთევექქილი გიწოდე. ის არ არის უკმეხი არც უხეში, ის არ ყვირის ბაზრებში, ის ბოროტებას ბოროტებითვე არ პასუხობს, თუმცა მიმტევებელი და მპატიებელია. ალლაჰი მანამდე არ მიიბარებს მის სულს, ვიდრე მისი მეშვეობით მრუდე გზაზე მყოფ საზოგადოებას არ გამოასწორებს და არ იტყვიან, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა. მისი მეშვეობით გაახელს ბრმა თვალებს, გახსნის ყრუთა სმენას და დახშულ გულებს. (ბუხარი, ბუიუ’ 50/2125.)
[3] სხვადასხვა ბრძანებები და აკრძალვები, რომლებიც მათ რელიგიურად ქონდათ დაკისრებული და გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა მათი დაცვა და შესრულება.
[4] ყურანი.

التفاسير:

external-link copy
158 : 7

قُلۡ يَٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِنِّي رَسُولُ ٱللَّهِ إِلَيۡكُمۡ جَمِيعًا ٱلَّذِي لَهُۥ مُلۡكُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۖ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَ يُحۡيِۦ وَيُمِيتُۖ فَـَٔامِنُواْ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِ ٱلنَّبِيِّ ٱلۡأُمِّيِّ ٱلَّذِي يُؤۡمِنُ بِٱللَّهِ وَكَلِمَٰتِهِۦ وَٱتَّبِعُوهُ لَعَلَّكُمۡ تَهۡتَدُونَ

უთხარი: ეი ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰის შუამავალი ყველა თქვენგანთან წარმოგზავნილი,[1] რომლსაც ეკუთვნის ცათა და დედამიწის ხელმწიფება. არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, ის აცოცხლებს და აკვდინებს. მაშ ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, წერა-კითხვის უცოდინარი მაცნე, რომელსაც თავადაც სწამს ალლაჰი და მისი სიტყვები. მაშ მიჰყევით მას, იქნებ ჭეშმარიტ გზას დასდგომოდით თქვენ. info

[1] არა მხოლოდ არაბებისთვის ან რომელიმე კონკრეტული ერისთვის, არამედ მთლიანად ადამიანებისთვის წარმოგზავნილი შუამავალი.

التفاسير:

external-link copy
159 : 7

وَمِن قَوۡمِ مُوسَىٰٓ أُمَّةٞ يَهۡدُونَ بِٱلۡحَقِّ وَبِهِۦ يَعۡدِلُونَ

ასევე მუსას ხალხშიც არის ჯგუფი, რომლებიც (ხალხს) ჭეშმარიტებით აკვალიანებენ და მისით ადგენენ სამართალს. info
التفاسير: