[1] ომარ ბინ ხატტაბი გადმოგვცემს რომ ალლაჰის შუამავალს ﷺ ჰკითხეს ამ აიათის შესახებ და მან ასე უპასუხა: „ჭეშმარიტად, ალლაჰმა ადამი გააჩინა, შემდეგ მას ზურგზე მარჯვენათი შეეხო და მისგან გამოიყვანა შთამომავალთა ერთი ჯგუფი და თქვა: ესენი სამოთხისათვის გავაჩინე და სამოთხის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით დაკავდებიან. შემდეგ ისევ შეეხო მის ზურგს და მისგან გამოიყანა შთამომავალთა კიდევ ერთი ჯგუფი და თქვა: ესენი ცეცხლისთვის გავაჩინე და ცეცხლის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით დაკავდებიან.“ ამ დროს ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მაშ ღვთისმსახურება რისთვისაა? ალლაჰის შუამავალმა ﷺ უპასუხა: „უჭველად, როდესაც ალლაჰი თავის მსახურს გააჩენს სამოთხისათვის მას სამოთხის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით ასაქმებს, ისე რომ იმ საქმით გარდაიცვლება და მისით შევა სამოთხეში. ასევე, როდესაც მსახურს გააჩენს ცეცხლისთვის, მას ცეცხლის მკვიდრთათვის შესაფერისი საქმეებით ასაქმებს, ისე რომ ამ საქმით გარდაიცვლება და მისით შევა ცეცხლში.“ (აბუ დავუდ, სუნნეთ 17/4703; თირმიზი, თაფსიირ 8/3075.)
[1] ალლაჰთან ერთად სხვა სათაყვანებლები დაიდგინეს და ამგვარად ღვთისმსახურებაში ღმერთს მოზიარეები შეუქმნეს.
[1] იმ აიათებით და ცოდნით, რაც მას ებოძა.
[2] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ორი მშიერი მგელი, რომელიც ცხვრის ფარაში სეიჭრა – ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს მათ, რამდენადაც კაცი თავის რწმენას ავნებს ქონებისა და პატივის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა.“ (თირმიზი, ზუჰდ 43/2376.)
[3] სულერთია მათთვის ჭეშმარიტებისკენ მოუწოდებ თუ არა, მაინც არ ირწმუნებენ და სერიოზულად არ მიუდგებიან, რომ გაიაზრონ.