Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Patuloy na Ginagawa

Numero ng Pahina:close

external-link copy
27 : 4

وَٱللَّهُ يُرِيدُ أَن يَتُوبَ عَلَيۡكُمۡ وَيُرِيدُ ٱلَّذِينَ يَتَّبِعُونَ ٱلشَّهَوَٰتِ أَن تَمِيلُواْ مَيۡلًا عَظِيمٗا

ალლაჰს უნდა, რომ თქვენი სინანული იყაბულოს, ხოლო ვნებებს აყოლილთ უნდათ, რომ დიდი ცდომილებით გადაიხაროთ (ჭეშმარიტებისგან). info

[1]თავისი ბრძანებები და აკრძალვები

التفاسير:

external-link copy
28 : 4

يُرِيدُ ٱللَّهُ أَن يُخَفِّفَ عَنكُمۡۚ وَخُلِقَ ٱلۡإِنسَٰنُ ضَعِيفٗا

ალლაჰს უნდა, რომ შეგიმსუბუქოთ, – ადამიანი ხომ სუსტ არსებადაა შექმნილი. info
التفاسير:

external-link copy
29 : 4

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تَأۡكُلُوٓاْ أَمۡوَٰلَكُم بَيۡنَكُم بِٱلۡبَٰطِلِ إِلَّآ أَن تَكُونَ تِجَٰرَةً عَن تَرَاضٖ مِّنكُمۡۚ وَلَا تَقۡتُلُوٓاْ أَنفُسَكُمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِكُمۡ رَحِيمٗا

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეჭამოთ ერთმანეთის ქონება უსამართლოდ, ურთიერთკმაყოფილებით ვაჭრობის გარეშე, და არც თქვენი სულები დახოცოთ[1]. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა თქვენ მიმართ. info
التفاسير:

external-link copy
30 : 4

وَمَن يَفۡعَلۡ ذَٰلِكَ عُدۡوَٰنٗا وَظُلۡمٗا فَسَوۡفَ نُصۡلِيهِ نَارٗاۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرًا

ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს მტრობითა და უსამართლობით, – ცეცხლში შევიყვანთ მას. ეს კი იოლია ალლაჰისთვის. info

[1]არც თავი მოიკლათ და არც ერთმანეთი დახოცოთ

التفاسير:

external-link copy
31 : 4

إِن تَجۡتَنِبُواْ كَبَآئِرَ مَا تُنۡهَوۡنَ عَنۡهُ نُكَفِّرۡ عَنكُمۡ سَيِّـَٔاتِكُمۡ وَنُدۡخِلۡكُم مُّدۡخَلٗا كَرِيمٗا

თუ დიდ ცოდვებს მოერიდებით, რომლებიც გეკრძალებათ, – მაშინ დავფარავთ თქვენს (მცირე) უკეთურობებს და სიუხვით გამორჩეულ შესასვლელში შეგიყვანთ. info
التفاسير:

external-link copy
32 : 4

وَلَا تَتَمَنَّوۡاْ مَا فَضَّلَ ٱللَّهُ بِهِۦ بَعۡضَكُمۡ عَلَىٰ بَعۡضٖۚ لِّلرِّجَالِ نَصِيبٞ مِّمَّا ٱكۡتَسَبُواْۖ وَلِلنِّسَآءِ نَصِيبٞ مِّمَّا ٱكۡتَسَبۡنَۚ وَسۡـَٔلُواْ ٱللَّهَ مِن فَضۡلِهِۦٓۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِكُلِّ شَيۡءٍ عَلِيمٗا

და არ ისურვოთ ის, რითაც ალლაჰმა თქვენ შორის ზოგიერთი ზოგიერთზე უპირატესჰყო[1]. კაცები მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ; და ქალებიც მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ[2]. მაშ, ალლაჰს სთხოვეთ წყალობა, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. info
التفاسير:

external-link copy
33 : 4

وَلِكُلّٖ جَعَلۡنَا مَوَٰلِيَ مِمَّا تَرَكَ ٱلۡوَٰلِدَانِ وَٱلۡأَقۡرَبُونَۚ وَٱلَّذِينَ عَقَدَتۡ أَيۡمَٰنُكُمۡ فَـَٔاتُوهُمۡ نَصِيبَهُمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٖ شَهِيدًا

ჩვენ თითოეულს დავუდგინეთ მემკვიდრეობა იმაში, რაც მშობლებსა და ნათესავებს დაუტოვებიათ მათთვის. ხოლო ვისთანაც ფიცი დაგიდვიათ, მათაც მიეცით კუთვნილი წილი[1]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მოწმეა. info

[1]ზოგიერთმა ქალმა თქვა: მამაკაცები ბრძოლის ველზე იბრძვიან, ისინი მემკვიდრეობიდან ორჯერ მეტ წილს ფლობენ, ვიდრე ჩვენ; ნეტა ჩვენც კაცებად გავჩენილიყავით, მათ მსგავსად გვებრძოლა და მემკვიდრეობიდან ჩვენც იგივე წილი მიგვეღო, რასაც ისინი ღებულობენო. ამის საპასუხოდ აღნიშნული აიათი ჩამოევლინა, რომელიც მორწმუნეებს ასწავლის, რომ არ შეშურდეთ სხვის ხელთ არსებული სიკეთეები, რომელიც ალლაჰმა უწყალობა მათ. იხ. თაფსირუ ბეღავი.[2]იმქვეყნიურ საკითხებში ქალი და კაცი თანასწორია, ყველას თავისი ნამოქმედარის შესაბამისად მიეზღვება, განუსხვავებლად სქესისა.

التفاسير: