قۇرئان كەرىم مەنىلىرىنىڭ تەرجىمىسى - جورجىيەچە تەرجىمىسى داۋاملىشىۋاتىدۇ

بەت نومۇرى:close

external-link copy
27 : 4

وَٱللَّهُ يُرِيدُ أَن يَتُوبَ عَلَيۡكُمۡ وَيُرِيدُ ٱلَّذِينَ يَتَّبِعُونَ ٱلشَّهَوَٰتِ أَن تَمِيلُواْ مَيۡلًا عَظِيمٗا

ალლაჰს უნდა, რომ თქვენი სინანული იყაბულოს, ხოლო ვნებებს აყოლილთ უნდათ, რომ დიდი ცდომილებით გადაიხაროთ (ჭეშმარიტებისგან). info
التفاسير:

external-link copy
28 : 4

يُرِيدُ ٱللَّهُ أَن يُخَفِّفَ عَنكُمۡۚ وَخُلِقَ ٱلۡإِنسَٰنُ ضَعِيفٗا

ალლაჰს უნდა, რომ შეგიმსუბუქოთ, – ადამიანი ხომ სუსტ არსებადაა შექმნილი. info
التفاسير:

external-link copy
29 : 4

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تَأۡكُلُوٓاْ أَمۡوَٰلَكُم بَيۡنَكُم بِٱلۡبَٰطِلِ إِلَّآ أَن تَكُونَ تِجَٰرَةً عَن تَرَاضٖ مِّنكُمۡۚ وَلَا تَقۡتُلُوٓاْ أَنفُسَكُمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِكُمۡ رَحِيمٗا

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეჭამოთ ერთმანეთის ქონება უსამართლოდ, ურთიერთკმაყოფილებით ვაჭრობის გარეშე, და არც თქვენი სულები დახოცოთ[1] . ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა თქვენ მიმართ. info

[1] არც თავი მოიკლათ და არც ერთმანეთი დახოცოთ

التفاسير:

external-link copy
30 : 4

وَمَن يَفۡعَلۡ ذَٰلِكَ عُدۡوَٰنٗا وَظُلۡمٗا فَسَوۡفَ نُصۡلِيهِ نَارٗاۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرًا

ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს მტრობითა და უსამართლობით, – ცეცხლში შევიყვანთ მას. ეს კი იოლია ალლაჰისთვის. info
التفاسير:

external-link copy
31 : 4

إِن تَجۡتَنِبُواْ كَبَآئِرَ مَا تُنۡهَوۡنَ عَنۡهُ نُكَفِّرۡ عَنكُمۡ سَيِّـَٔاتِكُمۡ وَنُدۡخِلۡكُم مُّدۡخَلٗا كَرِيمٗا

თუ დიდ ცოდვებს მოერიდებით, რომლებიც გეკრძალებათ, – მაშინ დავფარავთ თქვენს (მცირე) უკეთურობებს და სიუხვით გამორჩეულ შესასვლელში შეგიყვანთ. info
التفاسير:

external-link copy
32 : 4

وَلَا تَتَمَنَّوۡاْ مَا فَضَّلَ ٱللَّهُ بِهِۦ بَعۡضَكُمۡ عَلَىٰ بَعۡضٖۚ لِّلرِّجَالِ نَصِيبٞ مِّمَّا ٱكۡتَسَبُواْۖ وَلِلنِّسَآءِ نَصِيبٞ مِّمَّا ٱكۡتَسَبۡنَۚ وَسۡـَٔلُواْ ٱللَّهَ مِن فَضۡلِهِۦٓۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِكُلِّ شَيۡءٍ عَلِيمٗا

და არ ისურვოთ ის, რითაც ალლაჰმა თქვენ შორის ზოგიერთი ზოგიერთზე უპირატესჰყო[1] . კაცები მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ; და ქალებიც მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ[2] . მაშ, ალლაჰს სთხოვეთ წყალობა, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. info

[1] ზოგიერთმა ქალმა თქვა: მამაკაცები ბრძოლის ველზე იბრძვიან, ისინი მემკვიდრეობიდან ორჯერ მეტ წილს ფლობენ, ვიდრე ჩვენ; ნეტა ჩვენც კაცებად გავჩენილიყავით, მათ მსგავსად გვებრძოლა და მემკვიდრეობიდან ჩვენც იგივე წილი მიგვეღო, რასაც ისინი ღებულობენო. ამის საპასუხოდ აღნიშნული აიათი ჩამოევლინა, რომელიც მორწმუნეებს ასწავლის, რომ არ შეშურდეთ სხვის ხელთ არსებული სიკეთეები, რომელიც ალლაჰმა უწყალობა მათ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[2] იმქვეყნიურ საკითხებში ქალი და კაცი თანასწორია, ყველას თავისი ნამოქმედარის შესაბამისად მიეზღვება, განუსხვავებლად სქესისა.

التفاسير:

external-link copy
33 : 4

وَلِكُلّٖ جَعَلۡنَا مَوَٰلِيَ مِمَّا تَرَكَ ٱلۡوَٰلِدَانِ وَٱلۡأَقۡرَبُونَۚ وَٱلَّذِينَ عَقَدَتۡ أَيۡمَٰنُكُمۡ فَـَٔاتُوهُمۡ نَصِيبَهُمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٖ شَهِيدًا

ჩვენ თითოეულს დავუდგინეთ მემკვიდრეობა იმაში, რაც მშობლებსა და ნათესავებს დაუტოვებიათ მათთვის. ხოლო ვისთანაც ფიცი დაგიდვიათ, მათაც მიეცით კუთვნილი წილი[1] . ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მოწმეა. info

[1] არაბებში გავრცელებული ადათის თანახმად, ერთმანეთთან დაახლოებული პირები შემდეგი შინაარსის ფიცს დებდნენ: ჩემი სისხლი შენი სისხლია, ჩემი შურისძიება შენი შურისძიებაა, ჩემი ომი შენი ომია, ჩემი მშვიდობა შენი მშვიდობაა, შენ ხარ ჩემი მემკვიდრე და მე ვარ შენი მემკვიდრე, მე მოვითხოვ შენგან და შენ მოითხოვ ჩემგან, შენ ჩემგან ჭკუა გესწავლება და მე შენგან ჭკუა მესწავლებაო. ასეთნაირად შეფიცულები ერთმანეთის მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ეს ადათი ისლამის პირველ წლებშიც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის მანძილზე, ვიდრე სურა ენფალის 75-ე აიათი ჩამოევლინებოდა, რომელმაც მემკვიდრეობა ნათესაური კავშირით განსაზღვრა. იხ. თეფსირუ ბეღავი.

التفاسير: