[1] მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, ამ ორ აიათში (15;16) მოცემული სასჯელის ფორმები ისლამის პირველ წლებში მოქმედებდა, ვიდრე მრუშობის სასჯელი საბოლოო ფორმას მიიღებდა. საბოლოოდ, სურა ნურ-ის მე–2 აიათის ჩამოვლინებითა და შუამავლის განმარტებებით, აღნიშნულ აიათებში მოცემული სასჯელის ფორმები გაუქმდა. ახალი დადგენილების თანახმად, დაუქორწინებელ მემრუშეებს ასი როზგი და ერთწლიანი გადასახლება, ხოლო დაქორწინებულებს – ჩაქოლვა ემუქრებოდათ. სწავლულთა ერთი ჯგუფი თვლის,(იხ: თაფსიირ მეფაათიიჰულ ღაიბ/ფახრუდდინ არ–რაზი), რომ ამ აიათებში მოცემული სასჯელის ფორმები არ გაუქმებულა. მათი აზრით, სასჯელის ეს ფორმები ერთსქესიანთა ურთიერთობებს ეხება, ამათგან პირველი – ქალების, ხოლო მეორე – კაცების სასჯელია.
[1] ისლამამდელ პერიოდში ქალი ნივთისგან არაფრით განსხვავდებოდა. გარდაცვლილის ცოლი გადადიოდა მემკვიდრეების მფლობელობაში, როგორც სამემკვიდრეო ქონება. ამის შემდეგ, მემკვიდრეების ხელში იყო მათი ბედი – ცოლად შეირთავდენ, სხვას მიათხოვებდენ თუ მთლიანად შეუზღუდავდენ ქორწინების უფლებას.