Salin ng mga Kahulugan ng Marangal na Qur'an - Salin sa Wikang Georgiano - Patuloy na Ginagawa

Numero ng Pahina:close

external-link copy
114 : 4

۞ لَّا خَيۡرَ فِي كَثِيرٖ مِّن نَّجۡوَىٰهُمۡ إِلَّا مَنۡ أَمَرَ بِصَدَقَةٍ أَوۡ مَعۡرُوفٍ أَوۡ إِصۡلَٰحِۭ بَيۡنَ ٱلنَّاسِۚ وَمَن يَفۡعَلۡ ذَٰلِكَ ٱبۡتِغَآءَ مَرۡضَاتِ ٱللَّهِ فَسَوۡفَ نُؤۡتِيهِ أَجۡرًا عَظِيمٗا

უხეიროა მათ საიდუმლო ბჭობათაგან უმეტესობა, გარდა იმისა, ვინც ადამიანებს მოწყალების გაღების, ან სიკეთის კეთების, ან კიდევ ურთიერთობების გამოსწორებისკენ[1] მოუწოდებს, და ვინც ამას ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით გააკეთებს, ჩვენ მას უდიდეს ჯილდოს მივაგებთ. info

[1]ორიგინალი – „ალ-ჰიქმეთ“ (الحكمة): მისი პირდაპირი შესატყვისია სიბრძნე. სწავლულთა შორის რამდენიმე განსხვავებული აზრი სუფევს ჰიქმეთის რაობასთან დაკავშირებით: 1. დოგმატიკის შემცველი აიათების გარდა დანარჩენი აიათები ყურანიდან, რომლებიც რელიგიურ და ამქვეყნიურ თემებთან დაკავშირებით სასარგებლო ცნობებს შეიცავენ. 2. ჰიქმეთი არის სუნნეთი 3. ვაჰის გაგებისა და პრაქტიკაში გატარების უნარი 4. შუამავლისთვის დამახასიათებელი აზროვნებისა და განსჯის უნარი 5. შარიათისეული დადგენილებების ცოდნა და ყველაფრისათვის შესაბამისი ადგილისა და თანრიგის მინიჭება.

التفاسير:

external-link copy
115 : 4

وَمَن يُشَاقِقِ ٱلرَّسُولَ مِنۢ بَعۡدِ مَا تَبَيَّنَ لَهُ ٱلۡهُدَىٰ وَيَتَّبِعۡ غَيۡرَ سَبِيلِ ٱلۡمُؤۡمِنِينَ نُوَلِّهِۦ مَا تَوَلَّىٰ وَنُصۡلِهِۦ جَهَنَّمَۖ وَسَآءَتۡ مَصِيرًا

და ვინც შუამავალს შეეცილოს, მას შემდეგ, რაც უკვე გაცხადდა მისთვის გზა ჭეშმარიტი, და გაუყვეს იმ გზას, რომელიც არ არის მორწმუნეებისა, – მივაქცევთ მას იქით, საითკენაც გეზი აიღო და შევუძახებთ ჯოჯოხეთში... და რა ცუდი სამყოფელია იგი. info

[1]ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „მატყუარა არ არის ის, ვინც ადამიანებს შორის ურთიერთობების გამოსასწორებლად კარგს ამბობს ან კარგი ამბების მიმტან-მომტანია.“ (მუსლიმ, ბირრ ვე სილა, 27/2605.)

التفاسير:

external-link copy
116 : 4

إِنَّ ٱللَّهَ لَا يَغۡفِرُ أَن يُشۡرَكَ بِهِۦ وَيَغۡفِرُ مَا دُونَ ذَٰلِكَ لِمَن يَشَآءُۚ وَمَن يُشۡرِكۡ بِٱللَّهِ فَقَدۡ ضَلَّ ضَلَٰلَۢا بَعِيدًا

ჭეშმარიტად, არ აპატიებს ალლაჰი, როცა მას უთანაზიარებენ, ამის გარდა კი ყველაფერს პატიობს მათ, ვისაც მოისურვებს, და ვინც ალლაჰს უთანაზიარა, მან მართლაც დიდი ცილობით გადასცდა სწორი გზიდან. info
التفاسير:

external-link copy
117 : 4

إِن يَدۡعُونَ مِن دُونِهِۦٓ إِلَّآ إِنَٰثٗا وَإِن يَدۡعُونَ إِلَّا شَيۡطَٰنٗا مَّرِيدٗا

მხოლოდ ქალღმერთებს ეთაყვანებიან, ნაცვლად მისი (ალლაჰისა), და მხოლოდ უტიფარ ეშმაკს ევედრებიან. info
التفاسير:

external-link copy
118 : 4

لَّعَنَهُ ٱللَّهُۘ وَقَالَ لَأَتَّخِذَنَّ مِنۡ عِبَادِكَ نَصِيبٗا مَّفۡرُوضٗا

დასწყევლა იგი (ეშმაკი) ალლაჰმა, მან კი მიუგო: გარკვეულ ხვედრს აუცილებლად მივიღებ შენს მსახურთაგან; info
التفاسير:

external-link copy
119 : 4

وَلَأُضِلَّنَّهُمۡ وَلَأُمَنِّيَنَّهُمۡ وَلَأٓمُرَنَّهُمۡ فَلَيُبَتِّكُنَّ ءَاذَانَ ٱلۡأَنۡعَٰمِ وَلَأٓمُرَنَّهُمۡ فَلَيُغَيِّرُنَّ خَلۡقَ ٱللَّهِۚ وَمَن يَتَّخِذِ ٱلشَّيۡطَٰنَ وَلِيّٗا مِّن دُونِ ٱللَّهِ فَقَدۡ خَسِرَ خُسۡرَانٗا مُّبِينٗا

– ვაცდუნებ მათ აუცილებლად, გავართობ ამქვეყნიური ოცნებებით, ვუბრძანებ, რომ ყურები დააჭრან საქონელს და სახე უცვალონ ალლაჰის ქმნილებას... და ვინც ეშმაკი აირჩია მფარველად, ნაცვლად ალლაჰისა, სწორედ მან წააგო ცხადი წაგებით. info
التفاسير:

external-link copy
120 : 4

يَعِدُهُمۡ وَيُمَنِّيهِمۡۖ وَمَا يَعِدُهُمُ ٱلشَّيۡطَٰنُ إِلَّا غُرُورًا

– აბრმავებს მათ ოცნებებით და დაპირებებით, მაგრამ ეშმაკი (სინამდვილეში) სხვა არაფერს ჰპირდება, გარდა მოტყუებისა. info
التفاسير:

external-link copy
121 : 4

أُوْلَٰٓئِكَ مَأۡوَىٰهُمۡ جَهَنَّمُ وَلَا يَجِدُونَ عَنۡهَا مَحِيصٗا

სწორედ იმათი სამყოფელია ჯოჯოხეთი და გასაქცევსაც ვერ ნახავენ იქიდან. info
التفاسير: