[1]ორიგინალი – „ალ-ჰიქმეთ“ (الحكمة): მისი პირდაპირი შესატყვისია სიბრძნე. სწავლულთა შორის რამდენიმე განსხვავებული აზრი სუფევს ჰიქმეთის რაობასთან დაკავშირებით: 1. დოგმატიკის შემცველი აიათების გარდა დანარჩენი აიათები ყურანიდან, რომლებიც რელიგიურ და ამქვეყნიურ თემებთან დაკავშირებით სასარგებლო ცნობებს შეიცავენ. 2. ჰიქმეთი არის სუნნეთი 3. ვაჰის გაგებისა და პრაქტიკაში გატარების უნარი 4. შუამავლისთვის დამახასიათებელი აზროვნებისა და განსჯის უნარი 5. შარიათისეული დადგენილებების ცოდნა და ყველაფრისათვის შესაბამისი ადგილისა და თანრიგის მინიჭება.