[1]იბნი აბბასის გადმოცემის მიხედვით, ეს აიათი ერთ-ერთი ენსარელის, ტუ’მე ბინ უვეირიყის შესახებ ჩამოევლინა. აღნიშნული გადმოცემის თანახმად, ტუ’მემ ფარი მოიპარა, ფქვილიან ტომარაში ჩადო და ერთ-ერთ იუდეველთან შეინახა. ფარის პატრონი გზად დაყრილი ფქვილის კვალს გაყვა, ჯერ ტუ’მას კარს მიადგა, მაგრამ ტუ’მას ფარი არ აღმოაჩნდა და თან ალლაჰზე იფიცებოდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ბოლოს ფარი იუდეველს აღმოაჩნდა. შუამავალმაც იფიქრა, რომ იუდეველი იყო დამნაშავე, რასაც ამ აიათის ჩამოვლინება მოყვა. იხ. თაფსირუ ბეღავი.