[1]შირქის ან მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ ვინც მოუწოდებს, ყველას დადებითად პასუხობენ.[2]აიათში საუბარია ფარისევლებზე, რომლებიც ერთის მხრივ, მუსლიმებს ეფიცებოდნენ ძმობას და თანამორწმუნეობას, მეორეს მხრივ, მუშრიქებს, რათა ორივე მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისგან გულდამშვიდებულნი ყოფილიყვნენ და ორივე მხარეს არსებული სხვადასხვა სიკეთით თუ პრივილეგიით ადვილად ესარგებლათ. იბნი აბბასის გადმოცემით, აქ ასადისა და ღატაფანის გვარის მუნაფიყებზეა საუბარი. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[1]გადმოცემების თანახმად, იუდეველებმა მუჰამმედ შუამავალს ﷺ უთხრეს: „შენ ამტკიცებ, რომ იბრაჰიმის عليه السلام გზას ადგახარ, თუმცა იბრაჰიმი عليه السلام არც აქლემის ხორცს მიირთმევდა და არც მის ნაწველს, ხოლო შენ მიირთმევ მათ. აქედან გამომდინარე, შენ არ ადგახარ იბრაჰიმის გზას; დღეს ჩვენ რასაც ჰარამად მივიჩნევთ, ის მაშინ იბრაჰიმისთვისაც عليه السلام ჰარამი იყო, ვიდრე ჩვენამდე არ მოაღწევდა.“ ამის საპასუხოდ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომ აკრძალვა ია’ყუბმა عليه السلام თვითონ დაიწესა, მანამდე, ვიდრე ალლაჰი მუსას عليه السلام თევრათს ჩამოუვლენდა, ხოლო ეს აკრძალვა თევრათში ნახსენები არ არის. იხ. თაფსირულ ბაღავი.