పవిత్ర ఖురాన్ యొక్క భావార్థాల అనువాదం - జార్జియా అనువాదం - అనువాదం జరుగుతున్నది

పేజీ నెంబరు:close

external-link copy
92 : 4

وَمَا كَانَ لِمُؤۡمِنٍ أَن يَقۡتُلَ مُؤۡمِنًا إِلَّا خَطَـٔٗاۚ وَمَن قَتَلَ مُؤۡمِنًا خَطَـٔٗا فَتَحۡرِيرُ رَقَبَةٖ مُّؤۡمِنَةٖ وَدِيَةٞ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰٓ أَهۡلِهِۦٓ إِلَّآ أَن يَصَّدَّقُواْۚ فَإِن كَانَ مِن قَوۡمٍ عَدُوّٖ لَّكُمۡ وَهُوَ مُؤۡمِنٞ فَتَحۡرِيرُ رَقَبَةٖ مُّؤۡمِنَةٖۖ وَإِن كَانَ مِن قَوۡمِۭ بَيۡنَكُمۡ وَبَيۡنَهُم مِّيثَٰقٞ فَدِيَةٞ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰٓ أَهۡلِهِۦ وَتَحۡرِيرُ رَقَبَةٖ مُّؤۡمِنَةٖۖ فَمَن لَّمۡ يَجِدۡ فَصِيَامُ شَهۡرَيۡنِ مُتَتَابِعَيۡنِ تَوۡبَةٗ مِّنَ ٱللَّهِۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمٗا

დაუშვებელია, მორწმუნემ მოკლას მორწმუნე, გარდა შეცდომისა. ხოლო ვინც შეცდომით მოკლას მორწმუნე, მისი ვალია, მორწმუნე მონის გათავისუფლება და (მოკლულის) ოჯახისთვის სისხლის გამოსასყიდის გადახდა, თუკი (მოკლულის ოჯახმა) მოწყალების სახით არ აპატია. ხოლო თუ (მოკლული) იმ ხალხიდანაა, რომელიც თქვენი მტერია, მაგრამ თვითონ მორწმუნეა, მაშინ (მხოლოდ) მორწმუნე მონის გათავისუფლება. ხოლო თუ იმ ხალხიდანაა, რომელთანაც ზავი დაგიდვიათ, მაშინ მისი ოჯახისთვის სისხლის გამოსასყიდის გადახდა და მორწმუნე მონის გათავისუფლება. ხოლო ვისაც არ მოეპოვება (გამოსასყიდის საშუალება), მან ორი თვე უწყვეტლივ იმარხოს, ალლაჰის წინაშე სინანულის ნიშნად. ალლაჰი ყოვლის მცოდნე ბრძენია. info
التفاسير:

external-link copy
93 : 4

وَمَن يَقۡتُلۡ مُؤۡمِنٗا مُّتَعَمِّدٗا فَجَزَآؤُهُۥ جَهَنَّمُ خَٰلِدٗا فِيهَا وَغَضِبَ ٱللَّهُ عَلَيۡهِ وَلَعَنَهُۥ وَأَعَدَّ لَهُۥ عَذَابًا عَظِيمٗا

და ვინც განზრახ მოკლას მორწმუნე, – მისი სასჯელი ჯოჯოხეთია და იქ იქნება მარადჟამს. ალლაჰი გაუწყრა მას, დასწყევლა და უდიდესი სასჯელი გაამზადა მისთვის. info

[1] გადმოცემების თანახმად, იუდეველებმა მუჰამმედ შუამავალს ﷺ უთხრეს: „შენ ამტკიცებ, რომ იბრაჰიმის عليه السلام გზას ადგახარ, თუმცა იბრაჰიმი عليه السلام არც აქლემის ხორცს მიირთმევდა და არც მის ნაწველს, ხოლო შენ მიირთმევ მათ. აქედან გამომდინარე, შენ არ ადგახარ იბრაჰიმის გზას; დღეს ჩვენ რასაც ჰარამად მივიჩნევთ, ის მაშინ იბრაჰიმისთვისაც عليه السلام ჰარამი იყო, ვიდრე ჩვენამდე არ მოაღწევდა.“ ამის საპასუხოდ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომ აკრძალვა ია’ყუბმა عليه السلام თვითონ დაიწესა, მანამდე, ვიდრე ალლაჰი მუსას عليه السلام თევრათს ჩამოუვლენდა, ხოლო ეს აკრძალვა თევრათში ნახსენები არ არის. იხ. თაფსირულ ბაღავი.

التفاسير:

external-link copy
94 : 4

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِذَا ضَرَبۡتُمۡ فِي سَبِيلِ ٱللَّهِ فَتَبَيَّنُواْ وَلَا تَقُولُواْ لِمَنۡ أَلۡقَىٰٓ إِلَيۡكُمُ ٱلسَّلَٰمَ لَسۡتَ مُؤۡمِنٗا تَبۡتَغُونَ عَرَضَ ٱلۡحَيَوٰةِ ٱلدُّنۡيَا فَعِندَ ٱللَّهِ مَغَانِمُ كَثِيرَةٞۚ كَذَٰلِكَ كُنتُم مِّن قَبۡلُ فَمَنَّ ٱللَّهُ عَلَيۡكُمۡ فَتَبَيَّنُوٓاْۚ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِمَا تَعۡمَلُونَ خَبِيرٗا

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა ალლაჰის გზაზე (საბრძოლველად) გაემართებით, კარგად განასხვავეთ (მორწმუნე და ურწმუნო), და ვინც მოგესალმებათ, ამქვეყნიური სარგებლის მიზნით არ უთხრათ მას – შენ არ ხარ მორწმუნეო. ალლაჰის წინაშეა ურიცხვი ალაფი (ნადავლი). ადრე თქვენც ასე იყავით[1] და შემდეგ ალლაჰმა მადლი მოიღო თქვენზე. ასე რომ, კარგად გაარკვიეთ. ჭეშმარიტად, იცის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ. info

[1] ადრე თქვენც გზააბნეულნი იყავით, შემდეგ ისლამი მიიღეთ, მაგრამ თქვენი გვარის ხალხს უმალავდით და მხოლოდ „ლაა ილააჰა ილლალლაჰ“-ის აღიარების გამო მუსლიმები თავიანთ ძმებად გთვლიდნენ. ბოლოს ალლაჰის წყალობით მედინაში გადასახლდით და ისლამი აშკარად განაცხადეთ.

التفاسير: