*ორიგინალი – „რუჰუ’ლ-ყუდუს“ (روح القدس): ისლამის თეოლოგები რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას გადმოგვცემენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულიხმება ამ სიტყვით. მუფესსირთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის ჯიბრილ მთავარანგელოზი. იბნი აბბასისა და სად ბინ ჯუბეირის აზრით, ეს უზენაესი ალლაჰის ყველაზე მთავარი სახელია (اسم الأعظم), რითაც ‘ისა შუამავალი მიცვალებულებს აცოცხლებდა და ხალხს სხვადასხვა საოცრებებს აჩვენებდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს იყო ინჯილი (სახარება), რაც ‘ისა შუამავლის სულს წარმოადგენდა, როგორც ყურანი იყო მუჰამმედ შუამავლის ﷺ სული, რადგანაც ყურანი მუდამ ხარობდა მის გულში. ასევე ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ესაა იმანი (რწმენა), რითაც უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს აძლიერებს. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავი და თეისირუ’ლ-ქერიიმი’ლ-მენნან ფიი თაფსიირი’ლ-ყურაან.