Përkthimi i kuptimeve të Kuranit Fisnik - Përkthimi gjeorgjisht - në të cilin është duke u punuar ende

Numri i faqes:close

external-link copy
6 : 2

إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ سَوَآءٌ عَلَيۡهِمۡ ءَأَنذَرۡتَهُمۡ أَمۡ لَمۡ تُنذِرۡهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ

უეჭველად, - რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვის სულერთია, გააფრთხილებ თუ არ გააფრთხილებ, - მაინც არ ირწმუნებენ; info
التفاسير:

external-link copy
7 : 2

خَتَمَ ٱللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمۡ وَعَلَىٰ سَمۡعِهِمۡۖ وَعَلَىٰٓ أَبۡصَٰرِهِمۡ غِشَٰوَةٞۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ عَظِيمٞ

- ბეჭედი დაასვა ალლაჰმა გულებსა და სასმენელზე, საფარველი აქვთ თვალებზეც... და მათთვისაა დიდი სასჯელი. info
التفاسير:

external-link copy
8 : 2

وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَبِٱلۡيَوۡمِ ٱلۡأٓخِرِ وَمَا هُم بِمُؤۡمِنِينَ

ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ამბობენ - ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელიო, მაგრამ ისინი არ არიან მორწმუნენი; info
التفاسير:

external-link copy
9 : 2

يُخَٰدِعُونَ ٱللَّهَ وَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَمَا يَخۡدَعُونَ إِلَّآ أَنفُسَهُمۡ وَمَا يَشۡعُرُونَ

- ცდილობენ, მოატყუონ ალლაჰი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ვერავის მოატყუებენ, გარდა საკუთარი თავისა; info
التفاسير:

external-link copy
10 : 2

فِي قُلُوبِهِم مَّرَضٞ فَزَادَهُمُ ٱللَّهُ مَرَضٗاۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمُۢ بِمَا كَانُواْ يَكۡذِبُونَ

სნეულებაა მათ გულებში და ალლაჰმა უარესად დაასნეულა... და მათთვისაა მწარე სასჯელი, ვინაიდან ცრუობდნენ; info
التفاسير:

external-link copy
11 : 2

وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ لَا تُفۡسِدُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ قَالُوٓاْ إِنَّمَا نَحۡنُ مُصۡلِحُونَ

და როცა უთხრეს – ქვეყნად უკეთურებას ნუ ეწევითო, მათ მიუგეს: უეჭველად, ჩვენ პირიქით, – გამომსწორებელნი* ვართო. info

*უკეთურებისა – სიკეთისაკენ

التفاسير:

external-link copy
12 : 2

أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلۡمُفۡسِدُونَ وَلَٰكِن لَّا يَشۡعُرُونَ

დაე, იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი ეწევიან უკეთურებას, მაგრამ არ შეიგნებენ. info
التفاسير:

external-link copy
13 : 2

وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ ءَامِنُواْ كَمَآ ءَامَنَ ٱلنَّاسُ قَالُوٓاْ أَنُؤۡمِنُ كَمَآ ءَامَنَ ٱلسُّفَهَآءُۗ أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلسُّفَهَآءُ وَلَٰكِن لَّا يَعۡلَمُونَ

და როცა უთხრეს – ირწმუნეთ ისე, როგორც ირწმუნა ხალხმაო, მათ მიუგეს: ,,ნუთუ ვირწმუნოთ ისე, როგორც სწამთ ჭკუასუსტებს?"... იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი არიან ჭკუასუსტები, თუმცა არ იციან. info
التفاسير:

external-link copy
14 : 2

وَإِذَا لَقُواْ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ قَالُوٓاْ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَوۡاْ إِلَىٰ شَيَٰطِينِهِمۡ قَالُوٓاْ إِنَّا مَعَكُمۡ إِنَّمَا نَحۡنُ مُسۡتَهۡزِءُونَ

და როცა მორწმუნეებს შეხვდებიან, ამბობენ, ჩვენც ვირწმუნეთო, ხოლო როდესაც თავიანთ სატანებთან* განმარტოვდებიან, ეუბნებიან: რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და რაღა თქმა უნდა, მათი დამცინავნი ვართო. info

-*ურწმუნოებთან

التفاسير:

external-link copy
15 : 2

ٱللَّهُ يَسۡتَهۡزِئُ بِهِمۡ وَيَمُدُّهُمۡ فِي طُغۡيَٰنِهِمۡ يَعۡمَهُونَ

- ალლაჰი დასცინებს მათ და ხეტიალს გაუხანგრძლივებს თავიანთ ზღვარგადასულობაში. info
التفاسير:

external-link copy
16 : 2

أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشۡتَرَوُاْ ٱلضَّلَٰلَةَ بِٱلۡهُدَىٰ فَمَا رَبِحَت تِّجَٰرَتُهُمۡ وَمَا كَانُواْ مُهۡتَدِينَ

ეგენი არიან, რომელთაც გზააცდენილობა იყიდეს ჭეშმარიტი გზის ფასად, მაგრამ არ მოიგო მათმა ვაჭრობამ და არც ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი ყოფილან. info
التفاسير: