Tradução dos significados do Nobre Qur’an. - Tradução georgiano (trabalhando)

Número de página:close

external-link copy
84 : 2

وَإِذۡ أَخَذۡنَا مِيثَٰقَكُمۡ لَا تَسۡفِكُونَ دِمَآءَكُمۡ وَلَا تُخۡرِجُونَ أَنفُسَكُم مِّن دِيَٰرِكُمۡ ثُمَّ أَقۡرَرۡتُمۡ وَأَنتُمۡ تَشۡهَدُونَ

აკი, აღთქმა ავიღეთ თქვენგან, რომ არ დაღვაროთ ერთმანეთის სისხლი და არ გაყაროთ ერთმანეთი საკუთარი სახლებიდან. ეს ყველაფერი შემდეგ აღიარეთ და თქვენვე მოწმობთ ამაზე. info
التفاسير:

external-link copy
85 : 2

ثُمَّ أَنتُمۡ هَٰٓؤُلَآءِ تَقۡتُلُونَ أَنفُسَكُمۡ وَتُخۡرِجُونَ فَرِيقٗا مِّنكُم مِّن دِيَٰرِهِمۡ تَظَٰهَرُونَ عَلَيۡهِم بِٱلۡإِثۡمِ وَٱلۡعُدۡوَٰنِ وَإِن يَأۡتُوكُمۡ أُسَٰرَىٰ تُفَٰدُوهُمۡ وَهُوَ مُحَرَّمٌ عَلَيۡكُمۡ إِخۡرَاجُهُمۡۚ أَفَتُؤۡمِنُونَ بِبَعۡضِ ٱلۡكِتَٰبِ وَتَكۡفُرُونَ بِبَعۡضٖۚ فَمَا جَزَآءُ مَن يَفۡعَلُ ذَٰلِكَ مِنكُمۡ إِلَّا خِزۡيٞ فِي ٱلۡحَيَوٰةِ ٱلدُّنۡيَاۖ وَيَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِ يُرَدُّونَ إِلَىٰٓ أَشَدِّ ٱلۡعَذَابِۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَٰفِلٍ عَمَّا تَعۡمَلُونَ

ამის შემდეგ, თქვენ ერთმანეთს ხოცავთ მაინც და აძევებთ საკუთარი სახლებიდან ზოგიერთს და ზურგს უმაგრებთ მათ წინააღმდეგ ერთმანეთს, მტრობითა და ბოროტებით. და თუ ტყვეებად მოგივიდნენ, გამოსასყიდს ითხოვთ მათგან, არადა მათი გაძევება აკრძალული გქონდათ თქვენ. ნუთუ წიგნის ნაწილი გწამთ და ნაწილს უარყოფთ? და რა იქნება საზღაური, რომელი თქვენგანიც ამას სჩადის, თუ არა დამცირება ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, და განკითხვის დღესაც უმკაცრეს სასჯელს მიეცემიან, რადგან ალლაჰი არაა უგულისყურო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ. info
التفاسير:

external-link copy
86 : 2

أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشۡتَرَوُاْ ٱلۡحَيَوٰةَ ٱلدُّنۡيَا بِٱلۡأٓخِرَةِۖ فَلَا يُخَفَّفُ عَنۡهُمُ ٱلۡعَذَابُ وَلَا هُمۡ يُنصَرُونَ

ეგენი არიან, ვინც ამქვეყნიური ცხოვრება იყიდეს იმ ქვეყნის ფასად. ამიტომ არ შეუმსუბუქდებათ მაგათ სასჯელი და არც დახმარება გაეწევათ. info
التفاسير:

external-link copy
87 : 2

وَلَقَدۡ ءَاتَيۡنَا مُوسَى ٱلۡكِتَٰبَ وَقَفَّيۡنَا مِنۢ بَعۡدِهِۦ بِٱلرُّسُلِۖ وَءَاتَيۡنَا عِيسَى ٱبۡنَ مَرۡيَمَ ٱلۡبَيِّنَٰتِ وَأَيَّدۡنَٰهُ بِرُوحِ ٱلۡقُدُسِۗ أَفَكُلَّمَا جَآءَكُمۡ رَسُولُۢ بِمَا لَا تَهۡوَىٰٓ أَنفُسُكُمُ ٱسۡتَكۡبَرۡتُمۡ فَفَرِيقٗا كَذَّبۡتُمۡ وَفَرِيقٗا تَقۡتُلُونَ

და, რა თქმა უნდა, – მუსას მივეცით წიგნი და შემდეგ მივადევნეთ შუამავლები. ცხადი მტკიცებულებანი ვუბოძეთ მერიემის ძე ‘ისასაც და წმინდა სულით* განვამტკიცეთ იგი. განა ყოველთვის, როცა მოგდიოდათ შუამავალნი ისეთი გზავნილებით, რაც იყო მოუწონარი თქვენი გემოვნებისთვის, – თქვენ არ მედიდურობდით და მათგან ნაწილს ცრუდ არ რაცხავდით და ნაწილს არ ხოცავდით? info

*ორიგინალი – „რუჰუ’ლ-ყუდუს“ (روح القدس): ისლამის თეოლოგები რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას გადმოგვცემენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულიხმება ამ სიტყვით. მუფესსირთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის ჯიბრილ მთავარანგელოზი. იბნი აბბასისა და სად ბინ ჯუბეირის აზრით, ეს უზენაესი ალლაჰის ყველაზე მთავარი სახელია (اسم الأعظم), რითაც ‘ისა შუამავალი მიცვალებულებს აცოცხლებდა და ხალხს სხვადასხვა საოცრებებს აჩვენებდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს იყო ინჯილი (სახარება), რაც ‘ისა შუამავლის სულს წარმოადგენდა, როგორც ყურანი იყო მუჰამმედ შუამავლის ﷺ სული, რადგანაც ყურანი მუდამ ხარობდა მის გულში. ასევე ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ესაა იმანი (რწმენა), რითაც უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს აძლიერებს. იხ. თაფსირუ’ლ-ბეღავი და თეისირუ’ლ-ქერიიმი’ლ-მენნან ფიი თაფსიირი’ლ-ყურაან.

التفاسير:

external-link copy
88 : 2

وَقَالُواْ قُلُوبُنَا غُلۡفُۢۚ بَل لَّعَنَهُمُ ٱللَّهُ بِكُفۡرِهِمۡ فَقَلِيلٗا مَّا يُؤۡمِنُونَ

და თქვეს: ჩვენს გულებს ადევს საფარველიო. – პირიქით, ალლჰამა თავიანთი ურწმუნოების გამო დასწყევლა და, აი, – უმცირესია, რასაც ისინი რწმუნობენ. info
التفاسير: