[1]როდესაც აბდულლაჰ ბინ ომარს უთხრეს, რომ წმინდა ყურანში საფრთხის ქვეშ და ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნამაზის შესრულების შესახებ განმარტებები არსებობს, თუმცა მგზავრობისას შესასრულებელი ნამაზის შესახებ ვერაფერს ვპოულობთო, მან ასე უპასუხა: ო, ჩემო ძმიშვილო! უეჭველად, უზენაესმა ალლაჰმა ჩვენთან მუჰამმედი ﷺ წარმოგზავნა, (მანამდე) ჩვენ არაფერი ვიცოდით, ჩვენ მხოლოდ ისე ვიქცევით, როგორც მისგან დავინახეთ. (მუვატტა, ყასრუ სალათ, 2/7)
[1]ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ალლაჰის შუამავალს ლოცვის დროს ხმალი ხურმის ხეზე ქონდა ჩამოკიდებული. ურწმუნოთაგან ღავრას ბინ ჰარისი შუამავალთან ﷺ ხმალგაშიშვლებული მივიდა, თავზე დაადგა და უთხრა: ახლა ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? შუამავალმა ﷺ: : ალლაჰიო. ურწმუნოს მოულოდნელად ხელიდან ხმალი დაუვარდა (ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ღავრამ ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო და პირქვე დაემხო, თუმცა ვინც დაარტყა, ის უხილავი არსება იყო). შუამავალმა ﷺ ხმალს მაშინვე დასტაცა ხელი და უთხრა: ახლა შენ ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? ღავრამ: იყავი ის, ვინც ბოროტს სიკეთით პასუხობს. შუამავალმა ﷺ უთხრა: დაამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა? მან უთხრა: არა, თუმცა სიტყვას გაძლევ, რომ ამიერიდან შენს წინააღმდეგ აღარ ვიბრძოლებ და არც იმ ხალხის მხარდამჭერი ვიქნები, ვინც შენ გებრძვის. შუამავალმა ﷺ ამ კაცს გზა მისცა და გაუშვა. ის თავის მეგობრებთან მივიდა და უთხრა: მე თქვენთან ადამიანთა შორის ყველაზე კარგისგან მოვდივარ. (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 14929–15190) სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა 102-ე აიათი ჩამოავლინა, სადაც აღწერილია საფრთხის ქვეშ ნამაზის შესრულების წესები.