د قرآن کریم د معناګانو ژباړه - جورجیایي ژباړه - کار پرې روان دی

د مخ نمبر:close

external-link copy
34 : 4

ٱلرِّجَالُ قَوَّٰمُونَ عَلَى ٱلنِّسَآءِ بِمَا فَضَّلَ ٱللَّهُ بَعۡضَهُمۡ عَلَىٰ بَعۡضٖ وَبِمَآ أَنفَقُواْ مِنۡ أَمۡوَٰلِهِمۡۚ فَٱلصَّٰلِحَٰتُ قَٰنِتَٰتٌ حَٰفِظَٰتٞ لِّلۡغَيۡبِ بِمَا حَفِظَ ٱللَّهُۚ وَٱلَّٰتِي تَخَافُونَ نُشُوزَهُنَّ فَعِظُوهُنَّ وَٱهۡجُرُوهُنَّ فِي ٱلۡمَضَاجِعِ وَٱضۡرِبُوهُنَّۖ فَإِنۡ أَطَعۡنَكُمۡ فَلَا تَبۡغُواْ عَلَيۡهِنَّ سَبِيلًاۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيّٗا كَبِيرٗا

მამაკაცები ქალების მეურვეები არიან იმით, რაც ალლაჰმა მათზე მეტი უწყალობათ[1] და იმით, რასაც ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. პატიოსანი ქალები მორჩილნი არიან და თვალსმიფარებულ მდგომარეობაშიც კი იცავენ იმას, რაც ალლაჰის მხრიდანაა დაცული[2], ხოლო რომელთა თავხედობასაც შიშობთ, მათ ჯერ შეაგონეთ[3], შემდეგ საწოლიდან განუცალკევდით, ბოლოს კი (თუ წინა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო) მსუბუქად დაარტყით[4], და თუ დაგმორჩილდებიან, – ნუღარ დაიწყებთ მიზეზების ძიებას მათ საწინააღმდეგოდ. ჭეშმარიტად ალლაჰი უზენაესი და უდიადესია. info

[1]არაბებში გავრცელებული ადათის თანახმად, ერთმანეთთან დაახლოებული პირები შემდეგი შინაარსის ფიცს დებდნენ: ჩემი სისხლი შენი სისხლია, ჩემი შურისძიება შენი შურისძიებაა, ჩემი ომი შენი ომია, ჩემი მშვიდობა შენი მშვიდობაა, შენ ხარ ჩემი მემკვიდრე და მე ვარ შენი მემკვიდრე, მე მოვითხოვ შენგან და შენ მოითხოვ ჩემგან, შენ ჩემგან ჭკუა გესწავლება და მე შენგან ჭკუა მესწავლებაო. ასეთნაირად შეფიცულები ერთმანეთის მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ეს ადათი ისლამის პირველ წლებშიც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის მანძილზე, ვიდრე სურა ენფალის 75-ე აიათი ჩამოევლინებოდა, რომელმაც მემკვიდრეობა ნათესაური კავშირით განსაზღვრა. იხ. თეფსირუ ბეღავი.

التفاسير:

external-link copy
35 : 4

وَإِنۡ خِفۡتُمۡ شِقَاقَ بَيۡنِهِمَا فَٱبۡعَثُواْ حَكَمٗا مِّنۡ أَهۡلِهِۦ وَحَكَمٗا مِّنۡ أَهۡلِهَآ إِن يُرِيدَآ إِصۡلَٰحٗا يُوَفِّقِ ٱللَّهُ بَيۡنَهُمَآۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلِيمًا خَبِيرٗا

და თუ შიშობთ, რომ მათ შორის მოხდება განხეთქილება, მაშინ წარგზავნეთ ერთი მსაჯული ქმრის ოჯახიდან და მეორე მსაჯული ცოლის ოჯახიდან. თუკი ორივე გამოსწორებას ისურვებენ, ალლაჰი მათ თანხვედრაში მოიყვანს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა; ყოვლისმცნობი. info

[1]ძლიერი ფიზიკური აღნაგობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი[2]ნამუსი, ცოლ-ქმრული საიდუმლოებანი და ქონება[3]ალლაჰის შიში და ქმრის წინაშე არსებული პასუხისმგებლობები შეახსენეთ[4]თუ ზემოთ აღნიშნული შეგონება და საწოლის განცალკევება უშედეგოდ ჩაივლის, მაშინ უკვე მსუბუქად დარტყმა განქორწინების თავიდან აცილებლების ბოლო მცდელობაა, რადგანაც განქორწინება გაცილებით მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე მსუბუქად დარტყმა. ეს არ გულისხმობს ფიზიკურ გასწორებას, შურისძიებას ან დასჯას; არამედ ეს არის გონს მოგებისა და გამოფხიზლების მცდელობა მაშინ, როცა მდგომარეობამ უკვე პიკს მიღწია და ოჯახის ერთიანობას უქმნის საფრთხეს. ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „ქალების შესახებ ალლაჰის გეშინოდეთ, რადგანაც თქვენ ისინი ალლაჰის ამანათად გყავთ აყვანილი და მისივე სიტყვითვე მათთან თანაცხოვრების უფლება მოიპოვეთ. თქვენი უფლებაა, რომ თქვენი ოჯახის ღირსება არავის შეალახვინონ, რაც მოუწონარია თქვენთვის. და თუ მაინც ასე მოიქცევიან, მაშინ მსუბუქად დაარტყით“ (მუსლიმ, ჰაჯ, 19/1218.). საჰაბეების, თაბიინებისა და სწავლულების განმარტებებში აღნიშნულია, რომ მსუბუქად დარტყმა გულისხმობს თითებით, მისვაქით ან მოგრძოდ დაკეცილი ცხვირსახოცით შეხებას და დარტყმის იმიტირებას, რომელსაც არ ახლავს მოტეხილობა, ტკივილი და კვალი. აკრძალულია მსუბუქი დარტყმა სახის ან სხეულის სხვა სათუთი ადგილების მიმართულებით. ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „ცოლს არავითარ შემთხვევაში სახეში არ გაარტყათ და არ დაამციროთ!“ (აბუ დავუდ, ნიქაჰ 42/2142.). სამწუხაროდ, როგორც ადრე, ასევე დღესაც, ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომელიც ცოლქმრული უთანხმოების ფონზე ვითარდება. ყურანის ამ აიათში, ერთის მხრივ, ოჯახის დანგრევის პრევენციის მცდელობას ვხედავთ, მეორეს მხრივ კი ცოლქმრული უთანხმოების მწვერვალია მოცემული, რომლის იქითაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს. აღნიშნული ზღვარის ზევით განქორწინების გარდა სხვა ნებისმიერი მოქმედება დანაშაულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ერთგვარი ზღვარი, სადამდეც შეიძლება მივიდეს ცოლქმრული უთანხმოება, თუმცა ალლაჰის შუამავალს ﷺ ესეც არ მიაჩნდა კარგი მუსლიმის საქციელად და ამბობდა: „თქვენ შორის ყველაზე ხეირიანები, ცოლებზე ხელს არ აღმართავენ.“ (ბეიჰაყი, სუნენ ალ-ქუბრაა, ჰ.ნ. 14776.). „თქვენ შორის ყველაზე ხეირიანი ისაა, ვინც ყველაზე კარგია თავისი ცოლის მიმართ და ცოლის მიმართ ყველა თქვენგანზე კარგი ურთიერთობის მქონე მე ვარ.“ (იბნი მაჯე, ნიქაჰ, ჰ.ნ. 2053.). ის ასევე ბრძანებს: „რომელიმე თქვენგანმა ქალი მონასავით არ გაროზგოს, რომელთანაც დღის ბოლოს დაწოლას აპირებს.“ (ბუხარი, ნიქაჰ 93/5204.). მორწმუნეთა დედა აიშა გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალს ﷺ არავითარ შემთხვევაში არ დაურტყამს არც ქალისთვის, არც მოსამსახურესათვის და არც ცხოველისათვის.“ (მუსლიმ, ფედაილ 20/2328.)

التفاسير:

external-link copy
36 : 4

۞ وَٱعۡبُدُواْ ٱللَّهَ وَلَا تُشۡرِكُواْ بِهِۦ شَيۡـٔٗاۖ وَبِٱلۡوَٰلِدَيۡنِ إِحۡسَٰنٗا وَبِذِي ٱلۡقُرۡبَىٰ وَٱلۡيَتَٰمَىٰ وَٱلۡمَسَٰكِينِ وَٱلۡجَارِ ذِي ٱلۡقُرۡبَىٰ وَٱلۡجَارِ ٱلۡجُنُبِ وَٱلصَّاحِبِ بِٱلۡجَنۢبِ وَٱبۡنِ ٱلسَّبِيلِ وَمَا مَلَكَتۡ أَيۡمَٰنُكُمۡۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ مَن كَانَ مُخۡتَالٗا فَخُورًا

მაშ, იყავით ალლაჰის მოთაყვანენი და არაფერი უთანაზიაროთ... და კეთილი იყავით მშობელთა, ახლობელთა, ობოლთა, ღატაკთა, ახლო მეზობელთა[1], შორეულ მეზობელთა[2], გვერდში მდგომ მეგობართა[3], მგზავრთა და იმათ მიმართ, ვისაც ფლობს თქვენი მარჯვენა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს იგი, ვინც თავმომწონე და მედიდურია. info
التفاسير:

external-link copy
37 : 4

ٱلَّذِينَ يَبۡخَلُونَ وَيَأۡمُرُونَ ٱلنَّاسَ بِٱلۡبُخۡلِ وَيَكۡتُمُونَ مَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ مِن فَضۡلِهِۦۗ وَأَعۡتَدۡنَا لِلۡكَٰفِرِينَ عَذَابٗا مُّهِينٗا

– რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც სიძუნწეს მოუწოდებენ; მალავენ იმას, რაც მათთვის ალლაჰს უბოძებია თავისი წყალობიდან. ამიტომ დამამცირებელი სასჯელი გავამზადეთ ურწმუნოებისთვის; info

[1]მეზობელი, რომელიც ამავე დროს ნათესავი ან მუსლიმია.[2]მეზობელი, რომელიც არ არის ნათესავი ან არ არის მუსლიმი.[3]თანამგზავრი ან მეუღლე.

التفاسير: