[1] ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ალლაჰის შუამავალს ლოცვის დროს ხმალი ხურმის ხეზე ქონდა ჩამოკიდებული. ურწმუნოთაგან ღავრას ბინ ჰარისი შუამავალთან ﷺ ხმალგაშიშვლებული მივიდა, თავზე დაადგა და უთხრა: ახლა ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? შუამავალმა ﷺ: : ალლაჰიო. ურწმუნოს მოულოდნელად ხელიდან ხმალი დაუვარდა (ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ღავრამ ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო და პირქვე დაემხო, თუმცა ვინც დაარტყა, ის უხილავი არსება იყო). შუამავალმა ﷺ ხმალს მაშინვე დასტაცა ხელი და უთხრა: ახლა შენ ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? ღავრამ: იყავი ის, ვინც ბოროტს სიკეთით პასუხობს. შუამავალმა ﷺ უთხრა: დაამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა? მან უთხრა: არა, თუმცა სიტყვას გაძლევ, რომ ამიერიდან შენს წინააღმდეგ აღარ ვიბრძოლებ და არც იმ ხალხის მხარდამჭერი ვიქნები, ვინც შენ გებრძვის. შუამავალმა ﷺ ამ კაცს გზა მისცა და გაუშვა. ის თავის მეგობრებთან მივიდა და უთხრა: მე თქვენთან ადამიანთა შორის ყველაზე კარგისგან მოვდივარ. (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 14929–15190) სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა 102-ე აიათი ჩამოავლინა, სადაც აღწერილია საფრთხის ქვეშ ნამაზის შესრულების წესები.
[1] იბნი აბბასის გადმოცემის მიხედვით, ეს აიათი ერთ-ერთი ენსარელის, ტუ’მე ბინ უვეირიყის შესახებ ჩამოევლინა. აღნიშნული გადმოცემის თანახმად, ტუ’მემ ფარი მოიპარა, ფქვილიან ტომარაში ჩადო და ერთ-ერთ იუდეველთან შეინახა. ფარის პატრონი გზად დაყრილი ფქვილის კვალს გაყვა, ჯერ ტუ’მას კარს მიადგა, მაგრამ ტუ’მას ფარი არ აღმოაჩნდა და თან ალლაჰზე იფიცებოდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ბოლოს ფარი იუდეველს აღმოაჩნდა. შუამავალმაც იფიქრა, რომ იუდეველი იყო დამნაშავე, რასაც ამ აიათის ჩამოვლინება მოყვა. იხ. თაფსირუ ბეღავი.