[1] ორიგინალი – „ალ-მანნ“ (المن): ქართულში დამკვიდრებულია, როგორც ციური მანანა. მუფესსირები რამდენიმე განსხვაებულ ვერსიაზე საუბრობენ, თუ რა იგულისხმება აღნიშნულ სიტყვაში: ა. ეს არის ღვთისგან ბოძებული ყველა საკვების ზოგადი სახელწოდება, რაც ყოველგვარი სირთულისა და დაღლილობის გარეშე მოიპოვება;ბ. ეს იყო თაფლივით ტკბილი სანოვაგე, რომელიც ხეზე მოიპოვებოდა; გ. წყლით გაზავებული დასალევი, რომელიც თაფლივით ტკბილი იყო.
[2] ამდენი სიკეთის მიმართ უმადურობით მხოლოდ საკუთარ თავს ავნეს.
[1] ორიგინალი – „ალ-მუჰსინ“ (المحسن): თითქმის ყველა თარგმანში მოცემულია, როგორც კეთილისმქმნელი. ეს სიტყვა წარმოებულია „იჰსან“ ზმნის ფუძისგან, რაც საქმის საუკეთესო და უნაკლო ფორმით შესრულებას ნიშნავს. „იჰსანი“ ასევე რწმენის განსაკუთრებული ხარისხის გამომხატველი ტერმინია. როგორც ჯიბრილ მთავარანგელოზისა და მუჰამმედ შუამავლის დიალოგიდან ვგებულობთ, „იჰსანი“ არის ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ისეთი შეგნების შენარჩუნება, თითქოს ალლაჰს ხედავდე. რა თქმა უნდა, შენ მას ვერ დაინახავ, თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ის შენ ყოველთვის გხედავს. ყურანის ბევრ აიათში „მუჰსინები“, ანუ საქმით კეთილი და რწმენით იჰსანის მქონენი, – ქებით მოიხსენებიან.
[1] მათ შაბათობით მუშაობა აკრძალული ქონდათ, თუმცა თევზის სიუხვის გამო ცდუნებას ვერ უძლებდნენ და არღვევდნენ ამ წესს.