ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

external-link copy
160 : 7

وَقَطَّعۡنَٰهُمُ ٱثۡنَتَيۡ عَشۡرَةَ أَسۡبَاطًا أُمَمٗاۚ وَأَوۡحَيۡنَآ إِلَىٰ مُوسَىٰٓ إِذِ ٱسۡتَسۡقَىٰهُ قَوۡمُهُۥٓ أَنِ ٱضۡرِب بِّعَصَاكَ ٱلۡحَجَرَۖ فَٱنۢبَجَسَتۡ مِنۡهُ ٱثۡنَتَا عَشۡرَةَ عَيۡنٗاۖ قَدۡ عَلِمَ كُلُّ أُنَاسٖ مَّشۡرَبَهُمۡۚ وَظَلَّلۡنَا عَلَيۡهِمُ ٱلۡغَمَٰمَ وَأَنزَلۡنَا عَلَيۡهِمُ ٱلۡمَنَّ وَٱلسَّلۡوَىٰۖ كُلُواْ مِن طَيِّبَٰتِ مَا رَزَقۡنَٰكُمۡۚ وَمَا ظَلَمُونَا وَلَٰكِن كَانُوٓاْ أَنفُسَهُمۡ يَظۡلِمُونَ

შემდეგ დავყავით ისინი თორმეტ შტოდ, ჯგუფად და ზეშთავაგონეთ მუსას, რომ თუ მისი ხალხი დარწყულებას ითხოვს, მაშინ დაჰკარი კლდეს შენი ჯოხიო, მაშინვე ამოხეთქა იქედან თორმეტმა წყარომ და ყველა ხალხმა იცოდა თავიანთი სარწყულებელი. მათ ასევე ღრუბლით მოვუჩრდილეთ მაღლიდან და ზეციური მანანა[1] და მწყერი ჩამოვუვლინეთ. მიირთვით იმათგან, რაც სუფთაა (ჰალალი) და რაც თქვენთვის სარჩოდ გვიწყალობებია... ჩვენ კი არ მოგვქცევიან უსამართლოდ, – ისინი თავიანთ სულებს მოექცნენ უსამართლოდ.[2] info

[1] ორიგინალი – „ალ-მანნ“ (المن): ქართულში დამკვიდრებულია, როგორც ციური მანანა. მუფესსირები რამდენიმე განსხვაებულ ვერსიაზე საუბრობენ, თუ რა იგულისხმება აღნიშნულ სიტყვაში: ა. ეს არის ღვთისგან ბოძებული ყველა საკვების ზოგადი სახელწოდება, რაც ყოველგვარი სირთულისა და დაღლილობის გარეშე მოიპოვება;ბ. ეს იყო თაფლივით ტკბილი სანოვაგე, რომელიც ხეზე მოიპოვებოდა; გ. წყლით გაზავებული დასალევი, რომელიც თაფლივით ტკბილი იყო.
[2] ამდენი სიკეთის მიმართ უმადურობით მხოლოდ საკუთარ თავს ავნეს.

التفاسير: