ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

external-link copy
161 : 7

وَإِذۡ قِيلَ لَهُمُ ٱسۡكُنُواْ هَٰذِهِ ٱلۡقَرۡيَةَ وَكُلُواْ مِنۡهَا حَيۡثُ شِئۡتُمۡ وَقُولُواْ حِطَّةٞ وَٱدۡخُلُواْ ٱلۡبَابَ سُجَّدٗا نَّغۡفِرۡ لَكُمۡ خَطِيٓـَٰٔتِكُمۡۚ سَنَزِيدُ ٱلۡمُحۡسِنِينَ

აკი უთხრეს მათ: იცხოვრეთ ამ ქალაქში და მიირთვით მისი წიაღიდან, სადაც რა გენებოთ; და თქვით „შენდობა!“", შედით (ამ ქალაქის) კარიბჭეში ქედმოხრილნი - შეგინდობთ თქვენს ცოდვებს და (წყალობას) გავუზრდით – საქმით კეთილსა და რწმენით იჰსანის მქონეთ;[1] info

[1] ორიგინალი – „ალ-მუჰსინ“ (المحسن): თითქმის ყველა თარგმანში მოცემულია, როგორც კეთილისმქმნელი. ეს სიტყვა წარმოებულია „იჰსან“ ზმნის ფუძისგან, რაც საქმის საუკეთესო და უნაკლო ფორმით შესრულებას ნიშნავს. „იჰსანი“ ასევე რწმენის განსაკუთრებული ხარისხის გამომხატველი ტერმინია. როგორც ჯიბრილ მთავარანგელოზისა და მუჰამმედ შუამავლის დიალოგიდან ვგებულობთ, „იჰსანი“ არის ცხოვრების ყველა ნაბიჯზე ისეთი შეგნების შენარჩუნება, თითქოს ალლაჰს ხედავდე. რა თქმა უნდა, შენ მას ვერ დაინახავ, თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ ის შენ ყოველთვის გხედავს. ყურანის ბევრ აიათში „მუჰსინები“, ანუ საქმით კეთილი და რწმენით იჰსანის მქონენი, – ქებით მოიხსენებიან.

التفاسير: