[1]რაც დაიშურა ზაქათის ან მოწყალების სახით ალლაჰის გზაზე დასახარჯად, ის ყველაფერი განკითხვის დღეს გველის სახით კისერზე შემოეხვევა და დაკბენს ზევიდან ფეხების მიმართულებით, ან კისერზე ცეცხლის რგოლების სახით ჩამოეკდებათ. მუჯაჰიდი: ,,განკითხვის დღეს მას იმ ქონების მოტანა დაევალება, რაც დაიშურა"; იბნი აბბასი: ,,ეს აიათი იუდეველთა სწავლულების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც თავიანთ წიგნებში არსებული მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათება დამალეს და ხალხისთვის ჭეშმარიტების განდობა დაიშურეს". იხ. თაფსირუ ბეღავი.