ვფიცავ, ესმა ალლაჰს მათი სიტყვები, რომლებმაც თქვეს: უეჭველად, ღარიბია ალლაჰი, ჩვენ კი მდიდრები ვართო[1] . ჩვენ ჩავიწერთ: იმას, რაც თქვეს; ამბავს მათ მიერ უსამართლოდ დახოცილი მაცნეებისას, და ვეტყვით: ,,იგემეთ მწველი სასჯელი".
[1] როცა ჩამოევლინა აიათი: „ვინაა ის, ვინც ალლაჰს საუკეთესო სესხს ასესხებს“ (ბაყარა, 2/245.), – იუდეველებმა თქვეს, რომ ალლაჰი ღარიბია ჩვენ კი მდიდრები ვართ და ამიტომ ითხოვს ჩვენგან სესხსო. იხ. თაფსირუ ბეღავი.