Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo - Eggo e haala Joorjiya - nde woni ko e golleede.

Tonngoode hello ngoo:close

external-link copy
58 : 7

وَٱلۡبَلَدُ ٱلطَّيِّبُ يَخۡرُجُ نَبَاتُهُۥ بِإِذۡنِ رَبِّهِۦۖ وَٱلَّذِي خَبُثَ لَا يَخۡرُجُ إِلَّا نَكِدٗاۚ كَذَٰلِكَ نُصَرِّفُ ٱلۡأٓيَٰتِ لِقَوۡمٖ يَشۡكُرُونَ

და ხეირიანი კუთხის მიწაზე უხვად ხარობს მცენარეულობა – თავისი ღმერთის ნებით; ხოლო რომელიც უხეიროა, იქ ცოტასა და უვარგისის მეტი არაფერი მოდის.[1] ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ აიათებს მადლიერი ხალხისთვის. info

[1] უზენაეს ალლაჰს აქ მორწმუნესა და ურწმუნოს მაგალითად, ხეირიანი და უხეირო მიწის იგავი მოჰყავს. მსგავს შედარებას აკეთებს მუჰამმედ ﷺ შუამავალიც: „ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილი ჭეშმარიტი გზა და ცოდნა უხვ წვიმას ჰგავს, რომელიც დედამიწას აწვიმს. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც წვიმის წყალს შეიწოვს და უხვ მოსავალს იძლევა. ასევე, არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც უნაყოფოა, წვიმის წყალს არ შეიწოვს და ზედაპირზე რჩება. ალლაჰი ამ წყალს ხალხს ასარგებლებს. ზოგს თვითონ სვამენ, ზოგს პირუტყვს ასმევენ და ზოგითაც მინდვრებს რწყავენ. ასევე, არსებობს მიწის ისეთი ნაკვეთიც, რომელსაც აწვიმს, მაგრამ არც წყალს ინახავს და არც მოსავალიანია. აი, ამგვარ მაგალითს წარმოადგენს ის, ვინც ალლაჰის რჯულში ჩახედულია და ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად წარმოგზავნილი ჭეშმარიტი გზითა და ცოდნით სარგებლობს, სწავლობს და სხვასაც ასწავლის, და ის, ვინც ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად წარმოგზავნილ ჭეშმარიტ გზას ეწინააღმდეგება, ყურს არ უგდებს მას და არ ეთანხმება.“ (ბუხარი, ილიმ 20/79.)

التفاسير:

external-link copy
59 : 7

لَقَدۡ أَرۡسَلۡنَا نُوحًا إِلَىٰ قَوۡمِهِۦ فَقَالَ يَٰقَوۡمِ ٱعۡبُدُواْ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنۡ إِلَٰهٍ غَيۡرُهُۥٓ إِنِّيٓ أَخَافُ عَلَيۡكُمۡ عَذَابَ يَوۡمٍ عَظِيمٖ

ვფიცავ, ჩვენ ნუჰი (ნოე) წარვგზავნეთ თავის ხალხთან; და უთხრა: ეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გაგაჩნიათ მის გარდა სხვა ღვთაება. უეჭველად, მე თქვენთვის იმ დიდებული დღის სასჯელზე ვშიშობ. info
التفاسير:

external-link copy
60 : 7

قَالَ ٱلۡمَلَأُ مِن قَوۡمِهِۦٓ إِنَّا لَنَرَىٰكَ فِي ضَلَٰلٖ مُّبِينٖ

თავისი ხალხის დიდებულებმა უთხრეს: მართლაც, გხედავთ, რომ შენ ხარ ცხად გზააბნევაში. info
التفاسير:

external-link copy
61 : 7

قَالَ يَٰقَوۡمِ لَيۡسَ بِي ضَلَٰلَةٞ وَلَٰكِنِّي رَسُولٞ مِّن رَّبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ

მან უთხრა: ეი, ჩემო ხალხო! მე არ ვარ გზააბნეული, არამედ მე ვარ შუამავალი სამყაროთა ღმერთისგან. info
التفاسير:

external-link copy
62 : 7

أُبَلِّغُكُمۡ رِسَٰلَٰتِ رَبِّي وَأَنصَحُ لَكُمۡ وَأَعۡلَمُ مِنَ ٱللَّهِ مَا لَا تَعۡلَمُونَ

ჩემი ღმეღთის გზავნილს გაუწყებთ და გარიგებთ თქვენ, ასევე, ალლაჰისგან ვიცი მე ის, რაც თქვენ არ იცით. info
التفاسير:

external-link copy
63 : 7

أَوَعَجِبۡتُمۡ أَن جَآءَكُمۡ ذِكۡرٞ مِّن رَّبِّكُمۡ عَلَىٰ رَجُلٖ مِّنكُمۡ لِيُنذِرَكُمۡ وَلِتَتَّقُواْ وَلَعَلَّكُمۡ تُرۡحَمُونَ

ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთისგან შეგონება მოგივიდათ თქვენ შორის ერთი-ერთი კაცის მეშვეობით, რათა გაგაფრთხილოთ და რიდი გამოიჩინოთ, რომ იქნებ შეწყალებულიყავით. info
التفاسير:

external-link copy
64 : 7

فَكَذَّبُوهُ فَأَنجَيۡنَٰهُ وَٱلَّذِينَ مَعَهُۥ فِي ٱلۡفُلۡكِ وَأَغۡرَقۡنَا ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَآۚ إِنَّهُمۡ كَانُواْ قَوۡمًا عَمِينَ

მაგრამ ცრუდ შერაცხეს მათ, ჩვენ კი გადავარჩინეთ ის და ისინიც, ვინც გემში იყვნენ მასთან ერთად, ხოლო დავახრჩვეთ ისინი, ვინც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები/სასწაულები. უეჭველად, ისინი ბრმები იყვნენ (ჭეშმარიტების მიმართ). info
التفاسير:

external-link copy
65 : 7

۞ وَإِلَىٰ عَادٍ أَخَاهُمۡ هُودٗاۚ قَالَ يَٰقَوۡمِ ٱعۡبُدُواْ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنۡ إِلَٰهٍ غَيۡرُهُۥٓۚ أَفَلَا تَتَّقُونَ

და (წარვგზავნეთ) ‘ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი (რომელმაც), უთხრა: ეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გაგაჩნიათ მის გარდა სხვა ღვთაება. ნუთუ მოკრძალებას არ გამოიჩენთ? info
التفاسير:

external-link copy
66 : 7

قَالَ ٱلۡمَلَأُ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ مِن قَوۡمِهِۦٓ إِنَّا لَنَرَىٰكَ فِي سَفَاهَةٖ وَإِنَّا لَنَظُنُّكَ مِنَ ٱلۡكَٰذِبِينَ

მისი ხალხის დიდებულებმა, რომლებმაც არ ირწმუნეს, უთხრეს: უეჭველად, ჩვენ მართლაც ჭკუასუსტობას გამჩნევთ და ჩვენ მართლაც ერთ-ერთი მატყუარა გვგონიხარ. info
التفاسير:

external-link copy
67 : 7

قَالَ يَٰقَوۡمِ لَيۡسَ بِي سَفَاهَةٞ وَلَٰكِنِّي رَسُولٞ مِّن رَّبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ

მან უთხრა: ეი, ჩემო ხალხო! არ ვარ მე ჭკუასუსტი, არამედ მე ვარ შუამავალი სამყაროთა ღმერთისგან. info
التفاسير: