Firo maanaaji al-quraan tedduɗo oo - Eggo e haala Joorjiya - nde woni ko e golleede.

Tonngoode hello ngoo:close

external-link copy
52 : 7

وَلَقَدۡ جِئۡنَٰهُم بِكِتَٰبٖ فَصَّلۡنَٰهُ عَلَىٰ عِلۡمٍ هُدٗى وَرَحۡمَةٗ لِّقَوۡمٖ يُؤۡمِنُونَ

ვფიცავ, ჩვენ მათ წიგნი მივაწოდეთ, რომელიც ცოდნით განვმარტეთ დეტალურად, – ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელად, და წყალობად (მოვუვლინეთ ) მორწმუნე ხალხს. info
التفاسير:

external-link copy
53 : 7

هَلۡ يَنظُرُونَ إِلَّا تَأۡوِيلَهُۥۚ يَوۡمَ يَأۡتِي تَأۡوِيلُهُۥ يَقُولُ ٱلَّذِينَ نَسُوهُ مِن قَبۡلُ قَدۡ جَآءَتۡ رُسُلُ رَبِّنَا بِٱلۡحَقِّ فَهَل لَّنَا مِن شُفَعَآءَ فَيَشۡفَعُواْ لَنَآ أَوۡ نُرَدُّ فَنَعۡمَلَ غَيۡرَ ٱلَّذِي كُنَّا نَعۡمَلُۚ قَدۡ خَسِرُوٓاْ أَنفُسَهُمۡ وَضَلَّ عَنۡهُم مَّا كَانُواْ يَفۡتَرُونَ

ნუთუ მხოლოდ მის გაცხადებას ელიან?[1] იმ დღეს, როდესაც დადგება სიცხადე მისი, ისინი, რომლებმაც მანამდე დაივიწყეს, იტყვიან: ჩვენი ღმერთის შუამავლები მართლაც ჭეშმარიტებითურთ მოსულან! ნუთუ არავინაა შუამდგომელი, რომელიც გვიშუამდგომლებს, ან უკან არ მივბრუნდებით, რომ აღარ ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებდით? მართლაც წარიწყმიდეს სულები და დაეკარგათ ის, რასაც თხზავდნენ[2] . info

[1] ნუთუ მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ყურანში დანაპირები სასჯელი ურწმუნოებს თავს დაატყდებათ და ისე ირწმუნებენ? [2] კერპებმა ვერაფერი უშველეს მათ იმქვეყნად.

التفاسير:

external-link copy
54 : 7

إِنَّ رَبَّكُمُ ٱللَّهُ ٱلَّذِي خَلَقَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ فِي سِتَّةِ أَيَّامٖ ثُمَّ ٱسۡتَوَىٰ عَلَى ٱلۡعَرۡشِۖ يُغۡشِي ٱلَّيۡلَ ٱلنَّهَارَ يَطۡلُبُهُۥ حَثِيثٗا وَٱلشَّمۡسَ وَٱلۡقَمَرَ وَٱلنُّجُومَ مُسَخَّرَٰتِۭ بِأَمۡرِهِۦٓۗ أَلَا لَهُ ٱلۡخَلۡقُ وَٱلۡأَمۡرُۗ تَبَارَكَ ٱللَّهُ رَبُّ ٱلۡعَٰلَمِينَ

ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, იგია, რომელმაც ექვს დღეში გააჩინა ცანი და დედამიწა, შემდეგ კი ‘არშზე[1] ამაღლდა;[2] ღამეს ბურავს დღით, რომელიც შეუდგომელი მდევარია მისი; და მზე, მთვარე და ვარსკვლავები სრულად ჰმორჩილებენ მის ბრძანებას. განა მასა არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა?! რაოდენ დიდია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი! info

[1] ორიგინალი – „’არშ“ (عرش): ლექსიკონური მნიშვნელობით ეს არის მაღალი ადგილი, მწვერვალი, ტახტი, დიდებულთა დასაჯდომი ადგილი და ა.შ. ზოგჯერ სამმართველო ტახტიდან გამომდინარე, გადატანითი მნიშვნელობით, „’არშ“-ი გაიგივებულია სახელმწიფოსთან, ხელმწიფობასთან და მმართველობასთან. ყურანსა და სუნნეთში ხსენებული უზენაესი ალლაჰის „’არშ“-ის ნამდვილი რაობა შეუწვდომელია ადამიანთა გონებისთვის, აქედან გამომდინარე, სახელის მსგავსების გამო, დაუშვებელია მისი სამმართველო ტახტზე მიმსგავსება და ისე ინტერპრეტირება. ჩვენი ვალია, ვაღიაროთ იმ ფორმით, როგორც ყურანსა და ჰადისებშია მოცემული, თავი შევიკავოთ მისი რაობისა და როგორობის შესახებ განმარტებებისგან.
[2] ორიგინალი – „ისთავა“ (استوى): ლექსიკონური მნიშვნელობით ამაღლებას, გათანაბრებას, გასწორებას, გამყარებას ან დაქვემდებარებას ნიშნავს. წმინდა ყურანში უზენაესი ალლაჰის მოქმედებად ხსენებული „ისთავა“ პირველი თაობის მუსლიმთა განმარტებებისა და სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობის შესაბამისად ვთარგმნეთ, როგორც ამაღლება. რაც შეეხება ამაღლების რაობასა და როგორობას, როგორც უზენაესი ალლაჰის სხვა თვისებები, ისე ამ მოქმედების ნამდვილი რაობა ადამიანთა გონებისთვის შეუწვდომელია. პირველი თაობის მუსლიმები უზენაესი ალლაჰის სახელ-თვისებებსა და მოქმედებებს ყოველთვის იმ ფორმით ღებულობდნენ, რა ფორმითაც მოცემულია წმინდა ყურანსა თუ სანდო ჰადისებში. მათ ბიდ’ათად (სიახლედ) და ქუფრად (ურწმუნოება) მიაჩნდათ ალლაჰის სახელ-თვისებებისა და მოქმედებების ისე ინტერპრეტირება, რომელიც შორდება, აუქმებს ან ცვლის ორიგინალში მოცემულ შინაარსს, ან შეიცავს ალლაჰის ქმნილებებზე მიმსგავსებას და მისდამი სხეულის მისადაგებას. წმინდა ყურანი მკაფიოდ გამორიცხავს უზენაესი ალლაჰის ქმნილებებთან მსგავსებას: „არაფერია მისი მსგავსი და იგია ყოვლის მხედველი, ყოვლის მცოდნე.“ (შუურა, 42/11) „მაშ, არ ეძიოთ ალლაჰის სადარი! ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, ხოლო თქვენ არ იცით.“ (ნაჰლ, 16/74.) აქედან გამომდინარე, ჩვენ გვწამს და ვაღიარებთ მოცემული სიტყვების პირდაპირ მნიშვნელობას, მათი რაობის განმარტების, ქმნილებებთან შედარების, სხეულის მისადაგებისა და ძირეული მნიშვნელობის უარყოფის გარეშე. გვჯერა, რომ მისი თვისებები და მოქმედებები არ არის ისეთი, როგორც ქმნილებათა თვისებები და მოქმედებებია, არამედ ისეთია, როგორიც შეეფერება მის სიდიადეს, და არ ჩაითვლება მის მიმართ ნაკლად. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველი თაობის მუსლიმთა სიტყვებია: შუამავლის მეუღლემ და მორწმუნეთა დედამ უმმუ სელემემ სურა ტაჰას 20/5-ე აიათში „რაჰმანი (მოწყალე) ‘არშზე ამაღლდა“-ს შესახებ თქვა: „ამაღლების რაობა ადამიანთა გონებისთვის შეუწვდომელია, თუმცა ამაღლება ცნობილია; მისი აღიარება რწმენის ნაწილია, ხოლო უარყოფა ურწმუნოობა.“ (იბნი ბატტა, ალ-იბაანათუ ალ-ქუბრა, ტ.3, გვ.162, ჰ.ნ.120.) გადმოცემის თანახმად, ერთი კაცი იმამ მალიქთან მივიდა, სურა ტაჰას 5-ე აიათი „რაჰმანი (მოწყალე) ‘არშზე ამაღლდა“, წაიკითხა და უთხრა: როგორ ამაღლდა? იმამ მალიქმა ამგვარი შეკითხვა არ მოიწონა, გაბრაზდა და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უპასუხა: „რაობა შეუწვდომელია ადამიანის გონებისთვის, ამაღლება ცნობილია, ამის რწმენა აუცილებელია, ხოლო მისი რაობის შესახებ კითხვის დასმა ბიდ’ათია, ვშიშობ, რომ შენ გზააცდენილი ხარ.“ შემდეგ იქ მყოფებს უბრძანა და ის კაცი განარიდეს მეჯლისს (ლალექაი, შერჰუ უსული ი’თიყადი აჰლი სუნნა,3/441.) ნუ’აიმ ბინ ჰამმად ალ-ჰუზა’იმ თქვა: „ვინც ალლაჰი მიამსგავსა ქმნილებებს, მან ურწმუნოობა გამოავლინა; ვინც უარყო იგი, რითაც ალლაჰმა საკუთარი თავი დაახასიათა, მან ურწმუნოობა გამოავლინა; რითაც ალლაჰმა საკუთარი თავი დაახასიათა, მათში ქმნილებებზე მიმსგავსება არ შეიძლება.“ (ალ-მაყდისი, ალ-იყთისადუ ფიი’ლი’თიყად, გვ. 217.) ასევე იმამ მალიქს ეკუთვნის შემდეგი სიტყვებიც: „გაუფრთხილდით ბიდათებს!“ იქ მყოფებმა კითხეს: რა არის ბიდათი? მან უპასუხა: „მობიდათეები არიან ისინი, ვინც საუბრობენ ალლაჰის სახელ-თვისებების, მისი სიტყვის, ცოდნისა და ბედისწერის შესახებ და არ დუმან ისეთ საკითხებზე, რაზეც დუმდნენ საჰაბეები და მათი საუკეთესო მიმდევარნი.“ (ჰერევი, ზემმუ’ლ-ქელამ, 4/114.)

التفاسير:

external-link copy
55 : 7

ٱدۡعُواْ رَبَّكُمۡ تَضَرُّعٗا وَخُفۡيَةًۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلۡمُعۡتَدِينَ

ევედრეთ თქვენს ღმერთს თავდამცირებით (ხვეწნით ) და გულის სიღრმიდან (ჩუმი ხმით). ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ზღვარგადასულნი.[1] info

[1] აბუ მუსა გადმოგვცემს: ჩვენ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მაცნესთან ﷺ ერთად ვიყავით. როდესაც მთის მაღლობებზე ავდიოდით ხმამაღლა თაქბირებს წარმოვთქვამდით, მან გვითხრა: „ეი, ადამიანებო! საკუთარი სულები შეიბრალეთ (თაქბირების ხმამაღლა წარმოთქმით ნუ დაიძაბებით) თქვენ არც ყრუს ევედრებით და არც შორს მყოფს. თქვენ ყოვლის მსმენელს, ყოვლის მხედველსა და ახლოს მყოფს ევედრებით.“ შემდეგ ჩემთან მოვიდა, მე ამ დროს დაბალი ხმით ასე ვამბოდი: „ლაა ჰევლე ვე ლაა ყუვვეთე ილლა ბილლაჰ“ (არ არსებობს ღონე და ძლიერება, გარდა ალლაჰისა). მან ასე მითხრა: „ეი, აბდულლაჰ ბინ ყაის! თქვი: ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, რამეთუ ეგ სამოთხეს ხაზინათაგან ერთ-ერთია.“ (ბუხარი, თავჰიდ 9/7386.)

التفاسير:

external-link copy
56 : 7

وَلَا تُفۡسِدُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ بَعۡدَ إِصۡلَٰحِهَا وَٱدۡعُوهُ خَوۡفٗا وَطَمَعًاۚ إِنَّ رَحۡمَتَ ٱللَّهِ قَرِيبٞ مِّنَ ٱلۡمُحۡسِنِينَ

და ნუ ეწევით უკეთურებას დედამიწაზე, მისი გამოსწორების შემდეგ![1] მაშ, ევედრეთ მას შიშითა და სასოებით! ჭეშმარიტად, ალლაჰის წყალობა ახლოსაა კეთილისმქმნელებთან. info

[1] მუჰამმედის ﷺ შუამავლური მისიით წარმოგზავნის შემდეგ, როცა შირქი - თავჰიდმა, ბნელეთი - ნათელმა, ბუროტება - სიკეთემ და მტრობა - სიყვარულმა ჩაანაცვლა.

التفاسير:

external-link copy
57 : 7

وَهُوَ ٱلَّذِي يُرۡسِلُ ٱلرِّيَٰحَ بُشۡرَۢا بَيۡنَ يَدَيۡ رَحۡمَتِهِۦۖ حَتَّىٰٓ إِذَآ أَقَلَّتۡ سَحَابٗا ثِقَالٗا سُقۡنَٰهُ لِبَلَدٖ مَّيِّتٖ فَأَنزَلۡنَا بِهِ ٱلۡمَآءَ فَأَخۡرَجۡنَا بِهِۦ مِن كُلِّ ٱلثَّمَرَٰتِۚ كَذَٰلِكَ نُخۡرِجُ ٱلۡمَوۡتَىٰ لَعَلَّكُمۡ تَذَكَّرُونَ

და ისაა, ვინც გზავნის ქარებს მახარობლად, თავისი წყალობის წინ, როცა იტვირთავს მძიმე ღრუბლებს, ჩვენ მას წარვმართავთ ქვეყნის მკვდარი კუთხისკენ, ჩამოვავლენთ მისგან წყალს და აღმოვაცენებთ მისით ყველანაირ ნაყოფს. ამგვარად აღვადგენთ მკვდრებსაც, იქნებ გაიაზროთ და არ დაივიწყოთ. info
التفاسير: