[1]რაც დაიშურა ზაქათის ან მოწყალების სახით ალლაჰის გზაზე დასახარჯად, ის ყველაფერი განკითხვის დღეს გველის სახით კისერზე შემოეხვევა და დაკბენს ზევიდან ფეხების მიმართულებით, ან კისერზე ცეცხლის რგოლების სახით ჩამოეკდებათ. მუჯაჰიდი: ,,განკითხვის დღეს მას იმ ქონების მოტანა დაევალება, რაც დაიშურა"; იბნი აბბასი: ,,ეს აიათი იუდეველთა სწავლულების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც თავიანთ წიგნებში არსებული მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათება დამალეს და ხალხისთვის ჭეშმარიტების განდობა დაიშურეს". იხ. თაფსირუ ბეღავი.
[1]როცა ჩამოევლინა აიათი: „ვინაა ის, ვინც ალლაჰს საუკეთესო სესხს ასესხებს“ (ბაყარა, 2/245.), – იუდეველებმა თქვეს, რომ ალლაჰი ღარიბია ჩვენ კი მდიდრები ვართ და ამიტომ ითხოვს ჩვენგან სესხსო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[1]აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც რამდენიმე იუდეველი მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მივიდა და უთხრა: ო, მუჰამმედ! შენ ამტკიცებ, რომ ალლაჰმა შუამავლად წარმოგგზავნა და წიგნი ჩამოგივლინა? – არადა ალლაჰმა თევრათში გვიბრძანა, რომ ისე არავის ვერწმუნოთ, ვინც ამტკიცებს, რომ ალლაჰის შუამავალია, –ვიდრე არ მოვა შესაწირავით, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს მისი შუამავლობის დასტურადო. იხ. თაფსირუ ბეღავი.[2]ზაქარია, იაჰია და სხვა შუამავლები.