[1]ალლაჰის მიმართ მინდობილობაა, როდესაც ალლაჰის გარდა არავის უხმობ მშველელად ან დამხმარედ, არვისგან ელი სარჩოს და არავის დასანახად არ მოქმედებ.
[1]ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძოლის ველზე მონაპოვარ საბრძოლო იარაღებს, პირუტყვს და სხვა ნივთებს, რომელიც მტრის ჯარმა დაკარგა, სამართლიანად ყოფდა მუსლიმ მებრძოლებს შორის. ასეთ დროს ზოგიერთები ცდილობდნენ, მორწმუნეებს შორის ეჭვი ჩამოეგდოთ იმის შესახებ, რომ თითქოს შუამავალი ﷺ უსამართლოდ ყოფდა ნადავლს ან ზოგიერთი ნივთი წინასწარ თავისთვის აიღო, ვიდრე გაყოფდა. სწორედ ამ ცრუ ბრალდების საპასუხოდ ჩამოევლინა ეს აიათი. იხ. აბუ დავუდ, ჰ.ნ. 3971; თირმიზი, ჰ.ნ. 3009.
[1]იბნი აბბასმა თქვა: ვინც ალლაჰის კმაყოფილებას დაემორჩილება, ის უაღრესად დიდ მადლს და წყალობას მიიღებს; ხოლო ვინც ალლაჰის რისხვას დაიმსახურებს, ისიც მწარე სასჯელს მიიღებს. იხ. თაფსირულ ბაღავი.