Bản dịch ý nghĩa nội dung Qur'an - 格鲁吉亚语翻译 - 正在进行

Số trang: 115:106 close

external-link copy
46 : 5

وَقَفَّيۡنَا عَلَىٰٓ ءَاثَٰرِهِم بِعِيسَى ٱبۡنِ مَرۡيَمَ مُصَدِّقٗا لِّمَا بَيۡنَ يَدَيۡهِ مِنَ ٱلتَّوۡرَىٰةِۖ وَءَاتَيۡنَٰهُ ٱلۡإِنجِيلَ فِيهِ هُدٗى وَنُورٞ وَمُصَدِّقٗا لِّمَا بَيۡنَ يَدَيۡهِ مِنَ ٱلتَّوۡرَىٰةِ وَهُدٗى وَمَوۡعِظَةٗ لِّلۡمُتَّقِينَ

და კვალდაკვალ* მივაყოლეთ მათ ‘ისა - ძე მარიამისა, დამამოწმებლად იმისა, რაც იყო თევრათში – მასზე ადრე; და მას ვუბოძეთ ინჯილი, მასშია სწორი გზა და სინათლე; იგია** დამამოწმებელი იმისა, რაც იყო თევრათში მასზე ადრე - სწორი გზის მაჩვენებელად და შესაგონებლად ღვთისმოშითათვის. info

*ღვთისადმი მორჩილ შუამავალთა კვალდაკვალ.
**ინჯილი/სახარება.

التفاسير:

external-link copy
47 : 5

وَلۡيَحۡكُمۡ أَهۡلُ ٱلۡإِنجِيلِ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فِيهِۚ وَمَن لَّمۡ يَحۡكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡفَٰسِقُونَ

მაშ, ინჯილის ხალხმა იმით განსაჯონ, რაც ალლაჰმა მასში ჩამოავლინა, ხოლო ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლიანა, სწორედ ეგენი არიან უღირსნი*. info

*ბერა ბინ ‘აზიბი გადმოგვცემს: მაცნესთან ﷺ შავად სახეშეღებილი და გაროზგილი იუდეველი ჩამოატარეს. შუამავალმა ﷺ მათ დაუძახა და კითხა: წმინდა წიგნში მემრუშის სასჯელად ეს გიწერიათ? მათ უპასუხეს: დიახ. შუამავალმა ﷺ მათ სწავლულთაგან ერთ-ერთი იხმო და უთხრა: ღმერთს გაფიცებ, რომელმაც მუსას თევრათი ჩამოუვლინა, თქვენს წმინდა წიგნში მემრუშის სასჯელად ამას პოულობთ? მან უპასუხა: არა, ასე რომ არ დაგეფიცებინა, არასოდეს გაგიმხელდი ამას. წმინდა წიგნში ჩაქოლვა გვიწერია, მაგრამ მრუშობამ საკმაოდ იმატა წარჩინებულთა შორის, მაგრამ მათ ხელს ვერ ვახლებდით, ხოლო თუ გლახაკები იმრუშებდნენ, მას აღნიშნული სასჯელით ვსჯიდით. შემდეგ ვთქვით, მოდით ისეთი სასჯელი შემოვიღოთ, რითაც წარჩინებულსაც დავსჯით და ღარიბსაცო. ამის შემდეგ ჩაქოლვის ნაცვლად სახის შავად შეღებვა და გაროზგვა შემოვიღეთ. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: ღმერთო, მე ვიქნები პირველი, ვინც შენს ბრძანებას გამოაცოცხლებს, რომელიც მათ მოაკვდინეს. შუამავალმა ﷺ უბრძანა და ისიც ჩაქოლეს. ამის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა ჩამოავლინა „ეი, შუამავალო! ნუ დამწუხრდები იმათ გამო, რომლებიც ურწმუნოებისკენ მიისწრაფვიან“ - აიათი შემდეგ სიტყვებამდე: „თუკი მოგეცათ, ეს მაშინ აიღეთ.“ ანუ ისინი ამბობდნენ: მიდით მუჰამმედთან ﷺ და კითხეთ, თუ გეტყვით, რომ სახე შავად შეუღებეთ და გაროზგეთო, მაშინ აიღეთ, ხოლო თუ ჩაქოლვის განაჩენი გამოიტანა, მაშინ მოერიდეთ. ამის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა ჩამოავლინა შემდეგი აიათები: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი ქააფირები არიან“, „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი უსამართლოები არიან“, „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი უღირსები არიან“ და ეს აიათები ყველა ქააფირების შესახებაა (მუსლიმ, ჰუდუდ 6/1700.).

التفاسير:

external-link copy
48 : 5

وَأَنزَلۡنَآ إِلَيۡكَ ٱلۡكِتَٰبَ بِٱلۡحَقِّ مُصَدِّقٗا لِّمَا بَيۡنَ يَدَيۡهِ مِنَ ٱلۡكِتَٰبِ وَمُهَيۡمِنًا عَلَيۡهِۖ فَٱحۡكُم بَيۡنَهُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُۖ وَلَا تَتَّبِعۡ أَهۡوَآءَهُمۡ عَمَّا جَآءَكَ مِنَ ٱلۡحَقِّۚ لِكُلّٖ جَعَلۡنَا مِنكُمۡ شِرۡعَةٗ وَمِنۡهَاجٗاۚ وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ لَجَعَلَكُمۡ أُمَّةٗ وَٰحِدَةٗ وَلَٰكِن لِّيَبۡلُوَكُمۡ فِي مَآ ءَاتَىٰكُمۡۖ فَٱسۡتَبِقُواْ ٱلۡخَيۡرَٰتِۚ إِلَى ٱللَّهِ مَرۡجِعُكُمۡ جَمِيعٗا فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمۡ فِيهِ تَخۡتَلِفُونَ

და ჩვენ წიგნი ჩამოგივლინეთ ჭეშმარიტებითურთ, მასზე ადრე მყოფი წიგნის დასტურად და მოწმედ*, მაშ, იმსაჯულე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა და მათ გემოვნებაზე აყოლით არ გადაუხვიო იმ ჭეშმარიტებას, რაც უკვე მიგიღია. ჩვენ ყველა თქვენგანს დავუდგინეთ თავისი შარიათი (კანონები) და გზა. ალლაჰს რომ ენება, ყველას ერთ თემად გაქცევდათ, მაგრამ მან თქვენი გამოცდა ინება – იმის მიხედვით, რაც გიბოძათ. ამიტომ სიკეთეში შეეჯიბრეთ ერთმანეთს. ბოლოს ალლაჰთანაა ყველა თქვენგანის მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რაზეც თქვენ ცილობდით. info

*ყურანი ადასტურებს, რომ წინანდელი ზეციური წიგნები ღვთისგანაა მოვლინებული; ასევე ამოწმებს მასში არსებულ სიმართლეს ან კიდევ ამხელს იმ ცვლილებებს, რაც ადამიანთა ჩარევით განიცადა.

التفاسير:

external-link copy
49 : 5

وَأَنِ ٱحۡكُم بَيۡنَهُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ وَلَا تَتَّبِعۡ أَهۡوَآءَهُمۡ وَٱحۡذَرۡهُمۡ أَن يَفۡتِنُوكَ عَنۢ بَعۡضِ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ إِلَيۡكَۖ فَإِن تَوَلَّوۡاْ فَٱعۡلَمۡ أَنَّمَا يُرِيدُ ٱللَّهُ أَن يُصِيبَهُم بِبَعۡضِ ذُنُوبِهِمۡۗ وَإِنَّ كَثِيرٗا مِّنَ ٱلنَّاسِ لَفَٰسِقُونَ

მაშ, იმსაჯულე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა და ნუ აჰყვები მათ გემოვნებას, სიფრთხილე გამოიჩინე მათ მიმართ, რათა არ აგაცდინონ იმის ნაწილს, რაც ალლაჰმა ჩამოგივლინა. ხოლო თუ პირი იბრუნეს, იცოდე, რომ ალლაჰს მათი დასჯა სწადია - ნაწილი მათი ცოდვების გამო. უეჭველად, ბევრი ადამიანი მართლაც უღირსია. info
التفاسير:

external-link copy
50 : 5

أَفَحُكۡمَ ٱلۡجَٰهِلِيَّةِ يَبۡغُونَۚ وَمَنۡ أَحۡسَنُ مِنَ ٱللَّهِ حُكۡمٗا لِّقَوۡمٖ يُوقِنُونَ

განა უმეცრების დროინდელ მსაჯულებას ეძებენ?* მაშ, ვინაა ალლაჰზე უკეთესი მსაჯული - ღრმადმორწმუნე ხალხისთვის? info

*ო, მუჰამმედ! ისინი უკადრისობენ შენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ალლაჰის მიერ ჩამოვლენილი კანონით განსჯის შედეგია და უმეცრების დროინდელ წეს-ჩვეულებებს უბრუნდებიან თავიანთი გემოვნების კარნახის შესაბამისად. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ალლაჰის წინაშე ადამიანთა შორის ყველაზე საძაგელია სამი: მესჯიდი ჰარამის ნაკრძალ ტერიტორიაზე უსამართლობის ჩამდენი, ისლამის მიუხედავად უმეცრების დროინდელი წესების მოტრფიალე და უსამართლოდ ადამიანის სისხლის დაღვრით მოწადინებული“ (ბუხარი, დიათ 9/6882.).

التفاسير: