அல்குர்ஆன் மொழிபெயர்ப்பு - ஜார்ஜிய மொழிபெயர்ப்பு (பணிகள் நடைபெற்று கொண்டிருக்கிறது)

பக்க எண்:close

external-link copy
60 : 6

وَهُوَ ٱلَّذِي يَتَوَفَّىٰكُم بِٱلَّيۡلِ وَيَعۡلَمُ مَا جَرَحۡتُم بِٱلنَّهَارِ ثُمَّ يَبۡعَثُكُمۡ فِيهِ لِيُقۡضَىٰٓ أَجَلٞ مُّسَمّٗىۖ ثُمَّ إِلَيۡهِ مَرۡجِعُكُمۡ ثُمَّ يُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمۡ تَعۡمَلُونَ

და იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით და იცის, რასაც მოიხვეჭთ დღისით, შემდეგ აღგადგენთ მასში, რათა აღსრულდეს აჯალი[1] განსაზღვრული, შემდეგ - მასთანაა თქვენი მისაქციელი, მერე კი გაუწყებთ, რასაც თქვენ აკეთებდით. info

[1]ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უხილავთა გასაღები ხუთია: ჭეშმარიტად, ალლაჰი ფლობს ქვეყნიერების დაქცევის საათის ცოდნას, ის ჩამოავლენ წვიმას, მან იცის, რაც არის საშვილოსნოებში, ვერცერთი სული ვერ გაიგებს, თუ რას მოიგებს ხვალ და ვერცერთი სული ვერ მიხვდება, თუ რომელ მიწაზე დაიღუპება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მცოდნე და მცნობელია.“ (ბუხარი, თაფსიირ ჰ.ნ. 4627.)[2]ალლაჰის წინაშე დაცული დედა წიგნი, რომელშიც დასაბამიდან დასარულამდე მთელი სამყაროს შესახებ ყველანაირი ინფორმაციაა აღრიცხული, მათ შორის ადამიანთა ბედისწერა, მოსახდენი ამბები და წმინდა ყურანიც იმ დედა წიგნიდან არის აღებული.

التفاسير:

external-link copy
61 : 6

وَهُوَ ٱلۡقَاهِرُ فَوۡقَ عِبَادِهِۦۖ وَيُرۡسِلُ عَلَيۡكُمۡ حَفَظَةً حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَ أَحَدَكُمُ ٱلۡمَوۡتُ تَوَفَّتۡهُ رُسُلُنَا وَهُمۡ لَا يُفَرِّطُونَ

იგი ზეაღმატებულია თავის მსახურებზე და მცველებს (ანგელოზებს) აგზავნის თქვენთან; ხოლო ვისაც სიკვდილი ეწვევა, - მას მოაკვდინებენ ჩვენი წარგზავნილები და ისინი (თავიანთ საქმეში) ნაკლს არ დაუშვებენ. info

[1]იგულისხმება ამქვეყნიური სიცოცხლისთვის განკუთვნილი დრო.

التفاسير:

external-link copy
62 : 6

ثُمَّ رُدُّوٓاْ إِلَى ٱللَّهِ مَوۡلَىٰهُمُ ٱلۡحَقِّۚ أَلَا لَهُ ٱلۡحُكۡمُ وَهُوَ أَسۡرَعُ ٱلۡحَٰسِبِينَ

შემდეგ ალლაჰს დაუბრუნდებიან – თავიანთ ნამდვილ ბატონ-პატრონს. გახსოვდეთ რომ, მას ეკუთვნის მსჯავრი და ისაა უსწრაფესი განმკითხველი. info
التفاسير:

external-link copy
63 : 6

قُلۡ مَن يُنَجِّيكُم مِّن ظُلُمَٰتِ ٱلۡبَرِّ وَٱلۡبَحۡرِ تَدۡعُونَهُۥ تَضَرُّعٗا وَخُفۡيَةٗ لَّئِنۡ أَنجَىٰنَا مِنۡ هَٰذِهِۦ لَنَكُونَنَّ مِنَ ٱلشَّٰكِرِينَ

უთხარი: ვინ გიხსნით ხმელეთისა და ზღვის სიბნელეებიდან, როცა გულის სიღრმეში, თავდამცირებით შეევედრებით: ვფიცავთ, თუკი გვიხსნი აქედან, უსათუოდ ვიქნებით მადლიერთაგანი. info
التفاسير:

external-link copy
64 : 6

قُلِ ٱللَّهُ يُنَجِّيكُم مِّنۡهَا وَمِن كُلِّ كَرۡبٖ ثُمَّ أَنتُمۡ تُشۡرِكُونَ

- უთხარი: ალლაჰი გიხსნით იმისგან და ყველა სხვა სადარდებლისგან, შემდეგ კი თქვენ მას მაინც უთანაზიარებთ. info
التفاسير:

external-link copy
65 : 6

قُلۡ هُوَ ٱلۡقَادِرُ عَلَىٰٓ أَن يَبۡعَثَ عَلَيۡكُمۡ عَذَابٗا مِّن فَوۡقِكُمۡ أَوۡ مِن تَحۡتِ أَرۡجُلِكُمۡ أَوۡ يَلۡبِسَكُمۡ شِيَعٗا وَيُذِيقَ بَعۡضَكُم بَأۡسَ بَعۡضٍۗ ٱنظُرۡ كَيۡفَ نُصَرِّفُ ٱلۡأٓيَٰتِ لَعَلَّهُمۡ يَفۡقَهُونَ

უთხარი: იგი ძლევამოსილია, სასჯელი მოგივლინოთ ზემოდან ან თქვენს ფეხთა ქვემოდან, ან კიდევ მხარეებად გაქციოთ[1] და თქვენმა ერთმა ნაწილმა იგემოს მეორის ძალადობა. შეხედე, რა დაწვრილებით ვმარტავთ აიათებს, იქნებ (ასე მაინც) გაიგონ. info
التفاسير:

external-link copy
66 : 6

وَكَذَّبَ بِهِۦ قَوۡمُكَ وَهُوَ ٱلۡحَقُّۚ قُل لَّسۡتُ عَلَيۡكُم بِوَكِيلٖ

შენმა ხალხმა ცრუდ მიიჩნია იგი,[1] არადა ის არის ჭეშმარიტება. უთხარი: მე არ ვარ თქვენი მეთვალყურე.[2] info

[1]ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ღმერთს სამი რამ ვთხოვე, მათგან ორი შემისრულა და ერთი არა. ვთხოვე, რომ ჩემი უმმეთი შიმშილით არ დაეხოცა, მან ეს თხოვნა შემისრულა; ასევე ვთხოვე, რომ ჩემი უმმეთი წყალდიდობებში დახრჩობით არ გაენადგურებინა, მან ეს თხოვნაც შემისრულა; და ვთხოვე, რომ ჩემს უმმეთს ერთმანეთი არ დაეხოცა, მან ეს თხოვნა არ შემისრულა.“ (მუსლიმ, ფითან 5/2890.)

التفاسير:

external-link copy
67 : 6

لِّكُلِّ نَبَإٖ مُّسۡتَقَرّٞۚ وَسَوۡفَ تَعۡلَمُونَ

ყველა ამბავს განსაზღვრული დრო აქვს (აღსრულებისა) და ამას შემდგომში შეიტყობთ.[1] info

[1]სწავლულთა ერთი ნაწილის აზრით, აქ იგულისხმება ყურანი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, აქ იგულისხმება სასჯელი, რომელზეც წინა აიათშია საუბარი. იხ. თაფსიირუ ბაღავი.[2]ანუ მე მხოლოდ შუამავალი ვარ, რომლის ვალიც ამ ჭეშმარიტების თქვენამდე მოტანა და შეგონებაა.

التفاسير:

external-link copy
68 : 6

وَإِذَا رَأَيۡتَ ٱلَّذِينَ يَخُوضُونَ فِيٓ ءَايَٰتِنَا فَأَعۡرِضۡ عَنۡهُمۡ حَتَّىٰ يَخُوضُواْ فِي حَدِيثٍ غَيۡرِهِۦۚ وَإِمَّا يُنسِيَنَّكَ ٱلشَّيۡطَٰنُ فَلَا تَقۡعُدۡ بَعۡدَ ٱلذِّكۡرَىٰ مَعَ ٱلۡقَوۡمِ ٱلظَّٰلِمِينَ

როცა დაინახავ, რომ დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ (რომლებიც ჩამოგევლინა ), მაშინვე გაეცალე მათ, – ვიდრე სხვა სიტყვით არ დაკავებულან. ხოლო თუკი სატანამ დაგავიწყა, მაშინ გახსენებისთანავე გაერიდე ამ უსამართლო ხალხთან დაჯდომას. info

[1]წმინდა ყურანში გადმოცემული ყოველი ამბისა და სიტყვისთვის გარკვეული დრო და ადგილია განსაზღვრული, რომელიც უცვლელია და დროის მოსვლასთან ერთად თანდათან გამოაშკარავდება - ჭეშმარიტება ყოფილა თუ ტყუილი. ნაწილი ამქვეყნად გამოაშკარავდება, ნაწილიც იმქვეყნად და თქვენც შეიტყობთ მის შესახებ. იხ. თაფსიირუ ბეღავი.

التفاسير: