[1]ისლამის სწავლების მიხედვით, ქვეყნიერების დაქცევის წინ, ანგელოზი ისრაფილი ბუკის მაგვარ საყვირში ჩაბერავს, რაც სიცოცხლის დასასრულის ჟამის დადგომას მიანიშნებს და მაშინ ყოველი ცოცხალი არსება სიკვდილს იგემებს. ჩვენთვის უცნობი დროის შემდეგ, ანგელოზი საყვირში მეორედ ჩაბერავს და სული დაუბრუნდება ყველა მიცვალებულს, ისინი საფლავებიდან წამოდგებიან, ერთიანი თავშეყრის ადგილისკენ გაემართებიან და ღმერთის წინაშე განიკითხებიან.
[1]იბრაჰიმ შუამავლის ამგვარი მოქმედება ისლამის სწავლულთა შორის ფართო განხილვის საკითხია. მისი სიტყვების განმარტებებს შორის ყველაზე გამოკვეთილად თვალში გვხვდება ოთხი კომენტარი:პირველი: იბრაჰიმ შუამავალს ამგვარი დიალოგით თავისი ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა სიმართლისკენ და ცდილობდა, მათი შეცდომები და უმეცარი საქციელი ეჩვენებინა. რადგანაც ის ხალხი ვარსკვლავებს ადიდებდნენ და მათ ეთაყვანებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სამყაროში ყველაფერს ვარსკვლავები განაგებდნენ. ის ჯერ ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, რომ თითქოს თვითონაც იქ ეძებდა ჭეშმარიტებას, სადაც მისი ხალხი ეძებდა: როდესაც ვარსკვლავები ქრებოდა, მათ ყურადღებას ვარსკვლავთა ნაკლოვანებაზე ამახვილებდა და ამგვარად უსაბუთებდა, რომ ნაკლის მქონე ღმერთი ვერ იქნებოდა.მეორე: იბრაჰიმ შუამავალი მათ კითხვის ფორმით მიმართავდა „ესაა ჩემი ღმერთი?“ მისი კითხვა, უარყოფის შინაარსის მატარებელი იყო ანუ „განა შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი?“ აქედან გამომდინარე ის გულისხმობდა „ეს ჩემი ღმერთი არ არის.“მესამე: მან ეს სიტყვები მათთან კამათის დროს გამოიყენა და გულისხმობდა შემდეგს: „თქვენი აზრით, ესაა ჩემი ღმერთი“. ხოლო როდესაც ვარსკვლავი გაქრა, მიუგო: „ეს რომ ღმერთი ყოფილიყო, არ გაქრებოდა.“მეოთხე: შესაძლოა ყურანის აიათში იყოს ფარული შინაარსი. ამ შეხედულების მქონეთა აზრით, იბრაჰიმ შუამავლის სიტყვებში იგულისხმება შემდეგი: „ამბობენ, რომ ესაა ჩემი ღმერთი“, როგორც სურა ბაყარას 127-ე აიათში გვხვდება: „აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან“. აიათის ორიგინალში ჩვენ მიერ ფრჩხილებში ჩასმული (თან ამბობდნენ) არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ ისინი ამბობდნენ ამას. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
[1]ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისა და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
[1]ხალხი მას კერპებით აშინებდა, რომ თუ გააგრძელებდა მათ გმობას და დამცირებას, მაშინ თავს უბედურება დაატყდებოდა. ამაზე იბრაჰიმ შუამავლის პასუხი ეს იყო: მე არ მეშინია იმ კერპების, რასაც ალლაჰს უთანაზიარებთ და ისინი ვერაფერს მავნებენ, თუკი ალლაჰი არ ინებებს ჩემს ვნებასო.