அல்குர்ஆன் மொழிபெயர்ப்பு - ஜார்ஜிய மொழிபெயர்ப்பு (பணிகள் நடைபெற்று கொண்டிருக்கிறது)

பக்க எண்:close

external-link copy
119 : 6

وَمَا لَكُمۡ أَلَّا تَأۡكُلُواْ مِمَّا ذُكِرَ ٱسۡمُ ٱللَّهِ عَلَيۡهِ وَقَدۡ فَصَّلَ لَكُم مَّا حَرَّمَ عَلَيۡكُمۡ إِلَّا مَا ٱضۡطُرِرۡتُمۡ إِلَيۡهِۗ وَإِنَّ كَثِيرٗا لَّيُضِلُّونَ بِأَهۡوَآئِهِم بِغَيۡرِ عِلۡمٍۚ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعۡلَمُ بِٱلۡمُعۡتَدِينَ

და რა გემართებათ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც (დაკვლისას) ალლაჰის სახელია ნახსენები? მან ხომ დეტალურად განმარტა თქვენთვის (ის ყველაფერი), რაც აკრძალა,[1] გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისკენ გასაჭირი გიბიძგებდათ. ჭეშმარიტად, ბევრი თავიანთ გემოვნებაზე აყოლით და უცოდინრად, მართლაც სცდებიან სწორი გზიდან. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყველაზე კარგად იცნობს ზღვარგადასულებს. info
التفاسير:

external-link copy
120 : 6

وَذَرُواْ ظَٰهِرَ ٱلۡإِثۡمِ وَبَاطِنَهُۥٓۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَكۡسِبُونَ ٱلۡإِثۡمَ سَيُجۡزَوۡنَ بِمَا كَانُواْ يَقۡتَرِفُونَ

მაშ, მოეშვით ცოდვას, აშკარასაც და ფარულსაც! უეჭველად, ვინც ცოდვას იხვეჭავენ, დაისჯებიან იმისთვის, რასაც მოიხვეჭენ. info
التفاسير:

external-link copy
121 : 6

وَلَا تَأۡكُلُواْ مِمَّا لَمۡ يُذۡكَرِ ٱسۡمُ ٱللَّهِ عَلَيۡهِ وَإِنَّهُۥ لَفِسۡقٞۗ وَإِنَّ ٱلشَّيَٰطِينَ لَيُوحُونَ إِلَىٰٓ أَوۡلِيَآئِهِمۡ لِيُجَٰدِلُوكُمۡۖ وَإِنۡ أَطَعۡتُمُوهُمۡ إِنَّكُمۡ لَمُشۡرِكُونَ

და არ მიირთვათ ის, რაზეც (დაკვლისას) ალლაჰის სახელი არ ხსენებულა;[1] ჭეშმარიტად, მორჩილებისგან გასვლაა იგი. უეჭველად, სატანები შთააგონებენ თავიანთ მეგობრებს, რომ გეკამათონ;[2] ხოლო თუ დაჰყვებით, მაშინ წარმართები იქნებით თქვენც.[3] info
التفاسير:

external-link copy
122 : 6

أَوَمَن كَانَ مَيۡتٗا فَأَحۡيَيۡنَٰهُ وَجَعَلۡنَا لَهُۥ نُورٗا يَمۡشِي بِهِۦ فِي ٱلنَّاسِ كَمَن مَّثَلُهُۥ فِي ٱلظُّلُمَٰتِ لَيۡسَ بِخَارِجٖ مِّنۡهَاۚ كَذَٰلِكَ زُيِّنَ لِلۡكَٰفِرِينَ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ

განა ის, ვინც (სულიერად) მკვდარი იყო და (რწმენით) გამოვაცოცხლეთ; გამოვაცოცხლეთ და მივმადლეთ ნათელი, რითაც ხალხში დაიარება, – მსგავსია იმისა, რომლის მაგალითიც ბნელეთში მყოფისას ჰგავს, საიდანაც არ არის გამომსვლელი? ამგვარად მოკაზმულა ურწმუნოთათვის ის, რასაც აკეთებენ. info
التفاسير:

external-link copy
123 : 6

وَكَذَٰلِكَ جَعَلۡنَا فِي كُلِّ قَرۡيَةٍ أَكَٰبِرَ مُجۡرِمِيهَا لِيَمۡكُرُواْ فِيهَاۖ وَمَا يَمۡكُرُونَ إِلَّا بِأَنفُسِهِمۡ وَمَا يَشۡعُرُونَ

და ამგვარად, ყველა ქალაქში იქაური ბრალეულნი დავადგინეთ თავკაცებად, რათა ემზაკვრათ მასში, მაგრამ ვერავის უმზაკვრებენ, გარდა საკუთარი სულებისა, და ვერც კი აცნობიერებენ. info
التفاسير:

external-link copy
124 : 6

وَإِذَا جَآءَتۡهُمۡ ءَايَةٞ قَالُواْ لَن نُّؤۡمِنَ حَتَّىٰ نُؤۡتَىٰ مِثۡلَ مَآ أُوتِيَ رُسُلُ ٱللَّهِۘ ٱللَّهُ أَعۡلَمُ حَيۡثُ يَجۡعَلُ رِسَالَتَهُۥۗ سَيُصِيبُ ٱلَّذِينَ أَجۡرَمُواْ صَغَارٌ عِندَ ٱللَّهِ وَعَذَابٞ شَدِيدُۢ بِمَا كَانُواْ يَمۡكُرُونَ

და როცა აიათი მიუვიდათ, მათ თქვეს: არ ვირწმუნებთ მანამდე, სანამ არ მოგვეცემა იმის მსგავსი, რაც ალლაჰის შუამავლებს მიეცათ. უკეთ იცის ალლაჰმა, თუ ვის დააკისროს შუამავლური მისია, ბრალეულები კი ალლაჰის წინაშე დამცირებას და მის მკაცრ სასჯელს გადაეყრებიან, იმის გამო, რასაც მზაკვრობდნენ. info
التفاسير: