Përkthimi i kuptimeve të Kuranit Fisnik - Përkthimi gjeorgjisht - në të cilin është duke u punuar ende

external-link copy
143 : 3

وَلَقَدۡ كُنتُمۡ تَمَنَّوۡنَ ٱلۡمَوۡتَ مِن قَبۡلِ أَن تَلۡقَوۡهُ فَقَدۡ رَأَيۡتُمُوهُ وَأَنتُمۡ تَنظُرُونَ

თქვენ მართლაც ნატრობდით სიკვდილს (შაჰიდობას) მანამდე, ვიდრე (უჰუდის ბრძოლაში) მის წინაშე აღმოჩნდებოდით. უეჭველად, ხედავდით მას და შესცქეროდით[1] . info

[1] გადმოცემების თანახმად, ვინც ბედირის ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ისინი იმ დიდებული მადლის მოპოვების სურვილმა შეიპყრო, რაც შაჰიდებმა მოიპოვეს, ამიტომ ნატრობდნენ მსგავსი დღის გამეორებას, რომელშიც ალლაჰის გზაზე შაჰიდობის საშუალება მიეცემოდათ. მათ ნანატრი საშუალება უჰუდის ბრძოლაში გაუჩნდათ, თუმცა მათგან ნაწილი შედრკა და აქეთ-იქით მიმოიფანტა, ხოლო ნაწილმა მოთმინება გამოიჩინა და შეუპოვრად იბრძოდა. სწორედ ამ მოვლენის შესახებ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომელიც გაქცეულებს კიცხავდა და მომთმენებს აქებდა. იხ. თაფსირუ ტაბერი.

التفاسير: