*ორიგინალი – „ხალიფა“ (خليفة): პირდაპირი მნიშვნელობით ნაცვალს ნიშნავს. სწავლულები რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას გადმოგვცემენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმება ამ სიტყვით ამ კონკრეტულ აიათში. მაგალითად, თაფსირუ’ლ-მუესსერ: „ხალხი, რომლებიც ერთმანეთს ჩაანაცვლებენ“; თაფსირუ’ლ-ჯელალეინ: „ღვთის ნაცვალი, რომელიც დედამიწაზე ალლაჰის ბრძანებებს გაატარებს“; თაფსირუ’ლ-ბეღავი: „ხალიფა იყო ადამი, რომელიც ჩაანაცვლებდა ჯინებს, რადგანაც მათ შემდეგ გაჩნდა. ამავდროულად, ის იყო ალლაჰის წარმომადგენელი დედამიწაზე, რომელიც აღასრულებდა მის დადგენილებებს და გაატარებდა მის რჩევებს“;