[1] ურწმუნოდ და უსამართლოდ ცხოვრება დავაცადეთ ამქვეყნად და მაშინვე არ დავსაჯეთ.
[1] სწავლულები ამ აიათს ორნაირად მარტავენ: იბნი აბბასის, დაჰჰაქის, მუყათილის, ქელბისა და მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, აიათი მიმართავს ურწმუნოებს/ფარისევლებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს არ დატოვებს იმ გზაზე, რომელზეც თქვენ ხართ და მათ აუცილებლად გამოარჩევს თქვენგანო. სწავლულთა ნაწილის აზრით კი ეს აიათი მიმართავს მორწმუნეებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს ურწმუნოებთან/ფარისევლებთან შერეულს/განუსხვავებელს არ დატოვებს. ის სხვადასხვა სირთულეებით გამოსცდის მათ და აუცილებლად გამოარჩევს მორწმუნეებს ფარისევლებისგან, როგორც მოხდა უჰუდის ბრძოლაში. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[1] რაც დაიშურა ზაქათის ან მოწყალების სახით ალლაჰის გზაზე დასახარჯად, ის ყველაფერი განკითხვის დღეს გველის სახით კისერზე შემოეხვევა და დაკბენს ზევიდან ფეხების მიმართულებით, ან კისერზე ცეცხლის რგოლების სახით ჩამოეკდებათ. მუჯაჰიდი: ,,განკითხვის დღეს მას იმ ქონების მოტანა დაევალება, რაც დაიშურა"; იბნი აბბასი: ,,ეს აიათი იუდეველთა სწავლულების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც თავიანთ წიგნებში არსებული მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათება დამალეს და ხალხისთვის ჭეშმარიტების განდობა დაიშურეს". იხ. თაფსირუ ბეღავი.