[1] გადმოცემების თანახმად, მუსლიმებმა მარცხის შემდეგ ძალები ისევ შემოიკრიბეს და მექქასკენ მიმავალ წარმართთა ჯარს უკან დაედევნენ. მათ „ჰამრაუ’ლ-ასად“-მდე მისდიეს, ბოლოს უბრძოლველად უკან დაბრუნდნენ.
[1] მექქასკენ მიმავალ წარმართთა ჯარს გზად ბედუინები შემოხვდათ, რომლებიც სხვადასხვა საჩუქრებით დაასაჩუქრეს და დააბარეს: „გზად მუჰამმედი თუ შემოგხვდა, უთხარი, რომ მის წინააღმდეგ ახალი ძალები უნდა შევაგროვოთ და აუცილებლად დავბრუნდებითო“. იხ. თაფსირუ ტაბერი.