[1]მექქასკენ მიმავალ წარმართთა ჯარს გზად ბედუინები შემოხვდათ, რომლებიც სხვადასხვა საჩუქრებით დაასაჩუქრეს და დააბარეს: „გზად მუჰამმედი თუ შემოგხვდა, უთხარი, რომ მის წინააღმდეგ ახალი ძალები უნდა შევაგროვოთ და აუცილებლად დავბრუნდებითო“. იხ. თაფსირუ ტაბერი.
[1]ურწმუნოდ და უსამართლოდ ცხოვრება დავაცადეთ ამქვეყნად და მაშინვე არ დავსაჯეთ.
[1]სწავლულები ამ აიათს ორნაირად მარტავენ: იბნი აბბასის, დაჰჰაქის, მუყათილის, ქელბისა და მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, აიათი მიმართავს ურწმუნოებს/ფარისევლებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს არ დატოვებს იმ გზაზე, რომელზეც თქვენ ხართ და მათ აუცილებლად გამოარჩევს თქვენგანო. სწავლულთა ნაწილის აზრით კი ეს აიათი მიმართავს მორწმუნეებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს ურწმუნოებთან/ფარისევლებთან შერეულს/განუსხვავებელს არ დატოვებს. ის სხვადასხვა სირთულეებით გამოსცდის მათ და აუცილებლად გამოარჩევს მორწმუნეებს ფარისევლებისგან, როგორც მოხდა უჰუდის ბრძოლაში. იხ. თაფსირუ ბეღავი.