*ორიგინალი - „იჰრამ“ (إحرام): ნაკრძალი მდგომარეობა ჰაჯობის ან უმრას ღვთისმსახურებისას, როდესაც ჰაჯობის კანდიდატებს აკრძალული აქვთ გარკვეული მოქმედებები, მათ შორის ნადირობა ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინება, მცენარის ფოთლების, ყლორტების ან ყვავილის მოწყვეტა. იჰრამი წმინდა მიწების ნაკრძალ ტერიტორიაზე ჰაჯობის ან უმრას ნიეთით შეცვლით იწყება და ბოლო ტავაფით სრულდება. ასევე იჰრამის სახელითაა ცნობილი აღნიშნულ რიტუალში მონაწილე მამაკაცებისთვის განკუთვნილი სამოსი, რომელიც ქსოვილის ორი ნაჭერისგან შედგება და ერთს წელზე, ხოლო მეორეს მხრებზე იხვევენ.
*ზოგადად, ყველა ჰარამი, ალლაჰის მიერ აკრძალული, კერძოდ, ჰაჯობისა და უმრას ღვთისმსახურების დროს იჰრამით შემოსილთათვის აკრძალული მოქმედებები.
**ორიგინალი – „ალ-შეჰრ ალ-ჰარამ“ (الشهر الحرام): ნაკრძალი მთვარე; – საუბარია კონკრეტულ მთვარეებზე, რომლებშიც აკრძალულია ომი, სისხლისღვრა და ყოველგვარი სიავე. მთვარის კალენდრის მიხედვით ესენია: პირველი - მუჰარემის, მეშვიდე - რეჯების, მეთერთმეტე – ზილყა’დეს და მეთორმეტე - ზილჰიჯჯეს მთვარეები.
***შესაწირი ცხოველი, რომელსაც საცნობ ნიშნად საყელური უკეთია.
****ორიგინალი – „ალბეით ალ-ჰარამ“ (البيت الحرام ): ნაკრძალი სახლი; – ანუ ქააბას წმინდა სამლოცველო.
*****ორიგინალი – „ალმესჯიდ ალ-ჰარამ“ (المسجد الحرام): ნაკრძალი მეჩეთი; – ანუ ქააბას წმინდა სამლოცველო.