Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt

Pagina nummer:close

external-link copy
270 : 2

وَمَآ أَنفَقۡتُم مِّن نَّفَقَةٍ أَوۡ نَذَرۡتُم مِّن نَّذۡرٖ فَإِنَّ ٱللَّهَ يَعۡلَمُهُۥۗ وَمَا لِلظَّٰلِمِينَ مِنۡ أَنصَارٍ

რა მოწყალებაც გაგიღიათ ან რა აღთქმაც დაგიდვიათ, ჭეშმარიტად, –ალლაჰმა იცის ყველაფერი, ხოლო უსამართლოთა დამხმარე – არავინაა. info
التفاسير:

external-link copy
271 : 2

إِن تُبۡدُواْ ٱلصَّدَقَٰتِ فَنِعِمَّا هِيَۖ وَإِن تُخۡفُوهَا وَتُؤۡتُوهَا ٱلۡفُقَرَآءَ فَهُوَ خَيۡرٞ لَّكُمۡۚ وَيُكَفِّرُ عَنكُم مِّن سَيِّـَٔاتِكُمۡۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعۡمَلُونَ خَبِيرٞ

მოწყალებას თუ აშკარად გაიღებთ, ეს – კარგი, ხოლო თუ მას ფარულად გასცემთ ღარიბებზე, ეს – საუკეთესო იქნება თქვენთვის, და დაფარავს თქვენს უკეთურებებს. ალლაჰი მცოდნეა იმ ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ. info
التفاسير:

external-link copy
272 : 2

۞ لَّيۡسَ عَلَيۡكَ هُدَىٰهُمۡ وَلَٰكِنَّ ٱللَّهَ يَهۡدِي مَن يَشَآءُۗ وَمَا تُنفِقُواْ مِنۡ خَيۡرٖ فَلِأَنفُسِكُمۡۚ وَمَا تُنفِقُونَ إِلَّا ٱبۡتِغَآءَ وَجۡهِ ٱللَّهِۚ وَمَا تُنفِقُواْ مِنۡ خَيۡرٖ يُوَفَّ إِلَيۡكُمۡ وَأَنتُمۡ لَا تُظۡلَمُونَ

არ გაკისრია შენ მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, არამედ ალლაჰი დააყენებს ჭეშმარიტ გზაზე მას, ვისაც ინებებს. რა სიკეთეც გაიღოთ მოწყალებად, ის მხოლოდ თქვენი სულებისთვისვეა. სხვა როგორ გაიღებთ თქვენ მოწყალებას, თუ არა ალლაჰის კმაყოფილი სახის მოლოდინით. რა სიკეთეც გაიღოთ მოწყალებად, უნაკლოდ აგინაზღაურდებათ, და არ შეგეხებათ უსამართლობა. info
التفاسير:

external-link copy
273 : 2

لِلۡفُقَرَآءِ ٱلَّذِينَ أُحۡصِرُواْ فِي سَبِيلِ ٱللَّهِ لَا يَسۡتَطِيعُونَ ضَرۡبٗا فِي ٱلۡأَرۡضِ يَحۡسَبُهُمُ ٱلۡجَاهِلُ أَغۡنِيَآءَ مِنَ ٱلتَّعَفُّفِ تَعۡرِفُهُم بِسِيمَٰهُمۡ لَا يَسۡـَٔلُونَ ٱلنَّاسَ إِلۡحَافٗاۗ وَمَا تُنفِقُواْ مِنۡ خَيۡرٖ فَإِنَّ ٱللَّهَ بِهِۦ عَلِيمٌ

(მოწყალება) ღარიბებისთვისაა, რომელნიც მხოლოდ ალლაჰის გზით შემოფარგლულან და (სარჩოს მაძიებლებად) დედამიწის ზურგზე ვერ გაუვლიათ. მათი (ღარიბთა) მოკრძალებულობის გამო უვიცებს ჰგონიათ, რომ ისინი მდიდრები არიან. შენ მათ თავიანთი სახეებით გამოიცნობ – ისინი არ სთხოვენ* ხალხს თავხედურად... და რა სიკეთესაც გაიღებთ მოწყალებად, ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა. info

*ეს აიათი ჩამოევლინა აჰლი სუფფას შესახებ: ისინი 400 კაცი იყვნენ მუჰაჯირთაგან. მათ საკუთარი ცხოვრება ყურანის სიბრძნის შესწავლას და ალლაჰის გზაზე ბრძოლას მიუძღვნეს. ღამით – ყურანის შესწავლით, ხოლო დღისით – ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი. აქედან გამომდინარე, აიათი ვრცელდება ყველა მებრძოლსა და ისლამის სწავლულზე, რომლებსაც ამ წმინდა და დიადი საქმის გამო მოსაგებში და საშოვარში წასვლა არ შეუძლიათ. იხ. თაფსირუ’ლ-ჯელალეინ და თაფსირუ იზზ ბინ აბდუ’ს-სელამ.

التفاسير:

external-link copy
274 : 2

ٱلَّذِينَ يُنفِقُونَ أَمۡوَٰلَهُم بِٱلَّيۡلِ وَٱلنَّهَارِ سِرّٗا وَعَلَانِيَةٗ فَلَهُمۡ أَجۡرُهُمۡ عِندَ رَبِّهِمۡ وَلَا خَوۡفٌ عَلَيۡهِمۡ وَلَا هُمۡ يَحۡزَنُونَ

– რომელნიც მოწყალებას გასცემენ თავიანთი ქონებიდან – დღისით და ღამით; ფარულად და აშკარად, – სწორედ მათ ღმერთთანაა ჯილდო თავიანთი, და მათ არც შიში ელით, არცა დამწუხრება. info
التفاسير: