ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ

ಪುಟ ಸಂಖ್ಯೆ:close

external-link copy
171 : 4

يَٰٓأَهۡلَ ٱلۡكِتَٰبِ لَا تَغۡلُواْ فِي دِينِكُمۡ وَلَا تَقُولُواْ عَلَى ٱللَّهِ إِلَّا ٱلۡحَقَّۚ إِنَّمَا ٱلۡمَسِيحُ عِيسَى ٱبۡنُ مَرۡيَمَ رَسُولُ ٱللَّهِ وَكَلِمَتُهُۥٓ أَلۡقَىٰهَآ إِلَىٰ مَرۡيَمَ وَرُوحٞ مِّنۡهُۖ فَـَٔامِنُواْ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦۖ وَلَا تَقُولُواْ ثَلَٰثَةٌۚ ٱنتَهُواْ خَيۡرٗا لَّكُمۡۚ إِنَّمَا ٱللَّهُ إِلَٰهٞ وَٰحِدٞۖ سُبۡحَٰنَهُۥٓ أَن يَكُونَ لَهُۥ وَلَدٞۘ لَّهُۥ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَمَا فِي ٱلۡأَرۡضِۗ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِيلٗا

ხოლო თუკი გამოაშკარავდა რომ ამ ორმა (ცრუმოწმობით) ცოდვა დაიმსახურეს, მაშინ სხვა ორნი დაიკავებენ მათ ადგილს, იმათგან, რომლებიც (მოანდერძესთან) სიახლოვის უპირატესობას ფლობენ და ალლაჰზე დაიფიცებენ, რომ ჩვენი მოწმობა უფრო სანდოა მათ მოწმობაზე და არ გავთელავთ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით უსამართლოთაგანიო. info
التفاسير:

external-link copy
172 : 4

لَّن يَسۡتَنكِفَ ٱلۡمَسِيحُ أَن يَكُونَ عَبۡدٗا لِّلَّهِ وَلَا ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ ٱلۡمُقَرَّبُونَۚ وَمَن يَسۡتَنكِفۡ عَنۡ عِبَادَتِهِۦ وَيَسۡتَكۡبِرۡ فَسَيَحۡشُرُهُمۡ إِلَيۡهِ جَمِيعٗا

ეს უმჯობესია, რათა წესისამებრ აღსრულდეს მოწმობა ან ეშინოდეთ, რომ უარყოფილი იქნება მათი ფიცი, მას შემდეგ, რაც დაიფიცეს. მაშ, რიდი გქონდეთ ალლაჰისა და შეისმინეთ. ჭეშმარიტად, უღირს ხალხს არ დააკვალიანებს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე. info
التفاسير:

external-link copy
173 : 4

فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ فَيُوَفِّيهِمۡ أُجُورَهُمۡ وَيَزِيدُهُم مِّن فَضۡلِهِۦۖ وَأَمَّا ٱلَّذِينَ ٱسۡتَنكَفُواْ وَٱسۡتَكۡبَرُواْ فَيُعَذِّبُهُمۡ عَذَابًا أَلِيمٗا وَلَا يَجِدُونَ لَهُم مِّن دُونِ ٱللَّهِ وَلِيّٗا وَلَا نَصِيرٗا

ერთ დღესაც ალლაჰი შეკრებს შუამავლებს და კითხვაზე - ,,რა პასუხი მიიღეთ?'' - ეტყვიან: ჩვენ არანაირ ცოდნას არ ვფლობთ, ჭეშმარიტად, შენ ხარ უხილავთა უნაკლოდ მცოდნე![1] info
التفاسير:

external-link copy
174 : 4

يَٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ قَدۡ جَآءَكُم بُرۡهَٰنٞ مِّن رَّبِّكُمۡ وَأَنزَلۡنَآ إِلَيۡكُمۡ نُورٗا مُّبِينٗا

როცა ალლაჰი იტყვის: ეი, ‘ისა, ძეო მერიემისა! გაიხსენე ჩემი წყალობა შენდამი და შენი დედის მიმართ, - როცა განგამტკიცე წმინდა სულით (ჯიბრილ ანგელოზით) და ელაპარაკე ხალხს აკვანშიც[1] და ზრდასრულ ასაკშიც;[2] როცა გასწავლე წიგნი[3] და სიბრძნე,[4] თევრათი და ინჯილი; როცა ჩემი ნებით თიხისგან ჩიტის ფორმას ძერწავდი, შემდეგ მასში სულს ბერავდი და ჩემივე ნებით ჩიტად იქცეოდა; ჩემი ნებითვე თანდაყოლილ ბრმებსა და კეთროვნებს კურნავდი; როცა მკვდრები ამოგყავდა (ცოცხლად, სამარიდან); როცა ისრაელის მოდგმა განგარიდე მაშინ, ცხადი მტკიცებულებებით რომ მიხვედი მათთან და ურწმუნოებმა თქვეს (მათგან): უეჭველად, ეს მხოლოდ აშკარა ჯადოა. info

[1]განკითხვის დღეს ალლაჰი შუამავლებს ჰკითხავს, თუ რა პასუხი მიიღეს თავიანთი უმმეთებისგან, როდესაც ისინი ერთღმერთიანობისკენ მოიპატიჟეს. მათი ამგვარი პასუხი რამდენიმე მიზეზით აიხსნება: 1. შუამავალთა მოკრძალება, ყოვლის მცოდნე ალლაჰის წინაშე; 2. მათ თავიანთი უმმეთის მხოლოდ მცირედს მოესწრნენ, უფრო დიდი ნაწილი მათი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა; 3. ისინი მორწმუნეებს მხოლოდ გარეგნული საქციელით ცნობდნენ, ხოლო მათ გულებში არსებული - უხილავი იყო მათთვის, რადგან ეს ალლაჰის გარდა არავინ იცის.

التفاسير:

external-link copy
175 : 4

فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ بِٱللَّهِ وَٱعۡتَصَمُواْ بِهِۦ فَسَيُدۡخِلُهُمۡ فِي رَحۡمَةٖ مِّنۡهُ وَفَضۡلٖ وَيَهۡدِيهِمۡ إِلَيۡهِ صِرَٰطٗا مُّسۡتَقِيمٗا

აკი, შთავაგონე შენს მოწაფეებს, რომ გწამდეთ ჩემი და ჩემი შუამავლისა, და მათ თქვეს: ვირწმუნეთ, დაე დაამოწმე, რომ ჩვენ ვართ მუსლიმნი/მორჩილნი. info

[1]ახალშობილმა ‘ისამ (عليه السلام) სასწაულებრივად ამოიდგა ენა და მარიამის უმწიკვლოება იღაღადა, ასევე, მან განაცხადა, რომ ის იყო ალლაჰის მსახური; რომ ალლაჰი მას წიგნს უბოძებდა და მაცნედ აღამაღლებდა.[2]ორიგინალი – „ქაჰლ“ (كهل): ეს სიტყვა ზრდისა და განვითარების დასასრულს მიღწეულ, ძალღონით სავსე ასაკობრივ პერიოდს გამოხატავს. არაბები ამ სიტყვით იმ ადამიანის ასაკობრივ მდგომარეობას აღნიშნავენ, ვინც 30-დან 40 წლამდე ასაკში იმყოფება. ზოგიერთი სწავლულის შეფასებით, „ქაჰლ“-ი 40-დან 50 წლამდე ასაკს გულისხმობს. აიათი გვამცნობს, რომ „ის ხალხს დაელაპარაკება როგორც აკვანში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.“ სწავლულები რამდენიმე სავარაუდო განმარტბას გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს სიტყვები: 1. ღმერთმა ამით ‘ისას (عليه السلام) დედას, ანუ მარიამს ახარა, რომ მისი შვილი შუახნის ასაკამდე იცოცხლებდა; 2. ესაა მისი სამომავლო შუამავლობის წინასწარმეტყველება; 3. ეს აიათი გვესაუბრება სასწაულზე, მაგალითად, ჩვილის საუბარი ნამდვილად დიდი სასწაულია, ხოლო შუახნის ასაკში მყოფი ადამიანის საუბარი - ჩვეულებრივი მოვლენა, რომ არა – მისი ზეციდან დაშვება და ხალხის კვლავ ჭეშმარიტებისკენ მოწოდება. ‘ისა შუამავალი დაახლოებით 30 – 33 წლის ასაკში ამაღლდა, ხოლო ქაჰლის პერიოდი ამის შემდეგ იწყება.[3]წერა-კითხვა.[4]ცოდნის შემეცნების უნარი.

التفاسير: