ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ

ಪುಟ ಸಂಖ್ಯೆ:close

external-link copy
87 : 4

ٱللَّهُ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَۚ لَيَجۡمَعَنَّكُمۡ إِلَىٰ يَوۡمِ ٱلۡقِيَٰمَةِ لَا رَيۡبَ فِيهِۗ وَمَنۡ أَصۡدَقُ مِنَ ٱللَّهِ حَدِيثٗا

ალლაჰი... – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, – აუცილებლად შეგკრებთ იგი განკითხვის დღეს, რაშიც ეჭვი არ არსებობს... და ვინაა ალლაჰზე უფრო სიტყვა–მართალი? info
التفاسير:

external-link copy
88 : 4

۞ فَمَا لَكُمۡ فِي ٱلۡمُنَٰفِقِينَ فِئَتَيۡنِ وَٱللَّهُ أَرۡكَسَهُم بِمَا كَسَبُوٓاْۚ أَتُرِيدُونَ أَن تَهۡدُواْ مَنۡ أَضَلَّ ٱللَّهُۖ وَمَن يُضۡلِلِ ٱللَّهُ فَلَن تَجِدَ لَهُۥ سَبِيلٗا

და რა გემართებათ, რომ ფარისევლებთან მიმართებაში ორ ჯგუფად იყოფით? ალლაჰმა უკუაქცია ისინი იმისთვის, რაც მათ მოიხვეჭეს[1]. გინდათ, რომ სწორ გზაზე დააყენოთ ის, ვინც გზას ააცდინა ალლაჰმა? ვისაც ააცდენს ალლაჰი, (შენ) ვერანაირ გამოსავალს გამონახავ იმათთვის![2] info
التفاسير:

external-link copy
89 : 4

وَدُّواْ لَوۡ تَكۡفُرُونَ كَمَا كَفَرُواْ فَتَكُونُونَ سَوَآءٗۖ فَلَا تَتَّخِذُواْ مِنۡهُمۡ أَوۡلِيَآءَ حَتَّىٰ يُهَاجِرُواْ فِي سَبِيلِ ٱللَّهِۚ فَإِن تَوَلَّوۡاْ فَخُذُوهُمۡ وَٱقۡتُلُوهُمۡ حَيۡثُ وَجَدتُّمُوهُمۡۖ وَلَا تَتَّخِذُواْ مِنۡهُمۡ وَلِيّٗا وَلَا نَصِيرًا

– ნატრობენ, ნეტა თქვენც ურწმუნოდ გადაიქცეთ, როგორც თვითონ არ ირწმუნეს, და იყოთ მათი თანასწორნი. ამიტომ არავინ აიყვანოთ მათგან მეგობრად, ვიდრე ჰიჯრას[1] არ გააკეთებენ ალლაჰის გზაზე, ხოლო თუ პირი იბრუნეს, მაშინ შეიპყარით და დახოცეთ, სადაც წააწყდებით. არც მეგობარი იყოლიოთ მათგან და არც დამხმარე. info

[1]თავიანთი ფარისევლური მოქმედებების გამო ალლაჰის წინაშე ურწმუნოებად შეფასდნენ.[2]არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ ვის შესახებ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი. ერთ-ერთი ვერსიით, ეს აიათი იმ მუნააფიყების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც უჰუდის ბრძოლას თავი დაარიდეს და შუა გზიდან უკან მიბრუნდნენ. ბრძოლის დასრულების შემდეგ საჰაბეთა ნაწილი მათ წინააღმდეგ გალაშქრების მომხრე იყო, რადგანაც ისინი მუნაფიყებად მიაჩნდათ; ხოლო მეორე ნაწილი მათი პატიების მომხრე იყო, რადგანაც ისინი მხოლოდ სიტყვიერად ამბობდნენ, რომ მუსლიმები ვართო. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ეს აიათი ყურეიშელთა შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც მედინაში ჩავიდნენ და ისლამი მიიღეს. ხანმოკლე მუსლიმანობის შემდეგ ისლამი უარყვეს, თუმცა შუამავალს ﷺ მათი გულის ზრახვები არ გაუმხილეს და ვაჭრობის მიზნით მექქაში დაბრუნების ნება სთხოვეს. მექქაში დაბრუნებულებმა მედინაში აღარ დაბრუნდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მედინელ მუსლიმებთან ამბავი მივიდა, რომ აღნიშნული ხალხი სავაჭრო ქარავნით შამის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. ამასთან დაკავშირებით მუსლიმები ბჭობდნენ, თუ როგორი დამოკიდებულება ქონოდათ მათ მიმართ: ნაწილი ამბობდა, რომ თავს დავესხათ, დავხოცოთ და მათი ქონება ნადავლის სახით წამოვიღოთო; მეორე ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ როგორ უნდა დახოცოთ თქვენი თანამორწმუნეები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ არ მიატოვეს თავიანთი სამშობლო და ჰიჯრეთი არ გააკეთესო. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير:

external-link copy
90 : 4

إِلَّا ٱلَّذِينَ يَصِلُونَ إِلَىٰ قَوۡمِۭ بَيۡنَكُمۡ وَبَيۡنَهُم مِّيثَٰقٌ أَوۡ جَآءُوكُمۡ حَصِرَتۡ صُدُورُهُمۡ أَن يُقَٰتِلُوكُمۡ أَوۡ يُقَٰتِلُواْ قَوۡمَهُمۡۚ وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ لَسَلَّطَهُمۡ عَلَيۡكُمۡ فَلَقَٰتَلُوكُمۡۚ فَإِنِ ٱعۡتَزَلُوكُمۡ فَلَمۡ يُقَٰتِلُوكُمۡ وَأَلۡقَوۡاْ إِلَيۡكُمُ ٱلسَّلَمَ فَمَا جَعَلَ ٱللَّهُ لَكُمۡ عَلَيۡهِمۡ سَبِيلٗا

– გარდა იმათი, რომლებიც თავს აფარებენ ხალხს, რომლებთანაც (სამშვიდობო) შეთანხმება გაქვთ, ან იმათი, რომლებიც მოვიდნენ და გული არ მიუდით ომზე თქვენთან ან თავიანთ ხალხთან. ალლაჰს რომ ენება, ისინი უთუოდ გაძლიერდებოდნენ თქვენზე და გეომებოდნენ კიდეც[1]. ამიტომ, თუკი გაგეცლებიან, ხელს აიღებენ ომზე თქვენს წინააღმდეგ და მშვიდობას შემოგთავაზებენ, – ალლაჰი არ გაძლევთ გზას მათ წინააღმდეგ (საბრძოლველად). info

[1]'იქრიმემ თქვა, აქ სულ სხვა ჰიჯრეთი იგულისხმებაო და განმარტა: 1. ჰიჯრეთი ისლამის პირველ წლებში. 2. მოთმინებითა და სამაგიეროს ალლაჰისგან მოლოდინით ალლაჰის შუამავალთან ერთად საბრძოლველად წასვლა. ამ აიათში სწორედ ეს იგულისხმება. ეს აიათი, ამავდროულად, მორწმუნეებს მუნააფიყებთან მეგობრობას უკრძალავს, ვიდრე ისინი მორწმუნეებთან ერთად ალლაჰის გზაზე ბრძოლისთვის არ გაეშურებიან. 3. მორალური ჰიჯრეთი, რომელიც ყველა მუსლიმს მოეთხოვება. ესაა ყოველგვარი ბოროტისგან განდეგილობა, როგორც ბრძანებს მუჰამმედ შუამავალი ﷺ: „მუჰაჯირი არის ის, ვინც ზურგი აქცია იმ ყველაფერს, რაც ალლაჰმა აუკრძალა მას.“ (ბუხარი, იმან 4/10.) იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير:

external-link copy
91 : 4

سَتَجِدُونَ ءَاخَرِينَ يُرِيدُونَ أَن يَأۡمَنُوكُمۡ وَيَأۡمَنُواْ قَوۡمَهُمۡ كُلَّ مَا رُدُّوٓاْ إِلَى ٱلۡفِتۡنَةِ أُرۡكِسُواْ فِيهَاۚ فَإِن لَّمۡ يَعۡتَزِلُوكُمۡ وَيُلۡقُوٓاْ إِلَيۡكُمُ ٱلسَّلَمَ وَيَكُفُّوٓاْ أَيۡدِيَهُمۡ فَخُذُوهُمۡ وَٱقۡتُلُوهُمۡ حَيۡثُ ثَقِفۡتُمُوهُمۡۚ وَأُوْلَٰٓئِكُمۡ جَعَلۡنَا لَكُمۡ عَلَيۡهِمۡ سُلۡطَٰنٗا مُّبِينٗا

ასევე ჰპოვებთ სხვებს, რომლებსაც უსაფრთხოება სურთ – თქვენგანაც და თავიანთი ხალხისგანაც. ყოველთვის, როცა ფითნასკენ მოუწოდებენ, მაშინვე ცვივდებიან მასში[1]. თუკი არ გაგეცლებიან, არ შემოგთავაზებენ მშვიდობას და არ მოიშლიან ხელის აღმართვას, მაშინ დაიჭირეთ და იქვე დახოცეთ, სადაც წააწყდებით. სწორედ ეგენი არიან, ვის წინააღმდეგაც აშკარა სამხილი მოგვიცია თქვენთვის[2]. info

[1]ალლაჰის ნებით, მუშრიქების გაძლიერებისა და მუსლიმებზე გამარჯვების მიზეზი მუსლიმებს შორის გავრცელებული უკეთურებებისა და ღვთის მიმართ სიურჩის სასჯელია, ან კიდევ მათი გამოცდა. იხ. ყურტუბი, ალ-ჯაამი’უ ლი აჰქაამი’ლ-ყუ'რაან.

التفاسير: