[1] 'იქრიმემ თქვა, აქ სულ სხვა ჰიჯრეთი იგულისხმებაო და განმარტა: 1. ჰიჯრეთი ისლამის პირველ წლებში. 2. მოთმინებითა და სამაგიეროს ალლაჰისგან მოლოდინით ალლაჰის შუამავალთან ერთად საბრძოლველად წასვლა. ამ აიათში სწორედ ეს იგულისხმება. ეს აიათი, ამავდროულად, მორწმუნეებს მუნააფიყებთან მეგობრობას უკრძალავს, ვიდრე ისინი მორწმუნეებთან ერთად ალლაჰის გზაზე ბრძოლისთვის არ გაეშურებიან. 3. მორალური ჰიჯრეთი, რომელიც ყველა მუსლიმს მოეთხოვება. ესაა ყოველგვარი ბოროტისგან განდეგილობა, როგორც ბრძანებს მუჰამმედ შუამავალი ﷺ: „მუჰაჯირი არის ის, ვინც ზურგი აქცია იმ ყველაფერს, რაც ალლაჰმა აუკრძალა მას.“ (ბუხარი, იმან 4/10.) იხ. თაფსირუ ბეღავი.