ಪವಿತ್ರ ಕುರ್‌ಆನ್ ಅರ್ಥಾನುವಾದ - ಜಾರ್ಜಿಯನ್ ಅನುವಾದ - ಕೆಲಸ ಪ್ರಗತಿಯಲ್ಲಿದೆ

external-link copy
175 : 4

فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ بِٱللَّهِ وَٱعۡتَصَمُواْ بِهِۦ فَسَيُدۡخِلُهُمۡ فِي رَحۡمَةٖ مِّنۡهُ وَفَضۡلٖ وَيَهۡدِيهِمۡ إِلَيۡهِ صِرَٰطٗا مُّسۡتَقِيمٗا

აკი, შთავაგონე შენს მოწაფეებს, რომ გწამდეთ ჩემი და ჩემი შუამავლისა, და მათ თქვეს: ვირწმუნეთ, დაე დაამოწმე, რომ ჩვენ ვართ მუსლიმნი/მორჩილნი. info

[1]ახალშობილმა ‘ისამ (عليه السلام) სასწაულებრივად ამოიდგა ენა და მარიამის უმწიკვლოება იღაღადა, ასევე, მან განაცხადა, რომ ის იყო ალლაჰის მსახური; რომ ალლაჰი მას წიგნს უბოძებდა და მაცნედ აღამაღლებდა.[2]ორიგინალი – „ქაჰლ“ (كهل): ეს სიტყვა ზრდისა და განვითარების დასასრულს მიღწეულ, ძალღონით სავსე ასაკობრივ პერიოდს გამოხატავს. არაბები ამ სიტყვით იმ ადამიანის ასაკობრივ მდგომარეობას აღნიშნავენ, ვინც 30-დან 40 წლამდე ასაკში იმყოფება. ზოგიერთი სწავლულის შეფასებით, „ქაჰლ“-ი 40-დან 50 წლამდე ასაკს გულისხმობს. აიათი გვამცნობს, რომ „ის ხალხს დაელაპარაკება როგორც აკვანში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.“ სწავლულები რამდენიმე სავარაუდო განმარტბას გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს სიტყვები: 1. ღმერთმა ამით ‘ისას (عليه السلام) დედას, ანუ მარიამს ახარა, რომ მისი შვილი შუახნის ასაკამდე იცოცხლებდა; 2. ესაა მისი სამომავლო შუამავლობის წინასწარმეტყველება; 3. ეს აიათი გვესაუბრება სასწაულზე, მაგალითად, ჩვილის საუბარი ნამდვილად დიდი სასწაულია, ხოლო შუახნის ასაკში მყოფი ადამიანის საუბარი - ჩვეულებრივი მოვლენა, რომ არა – მისი ზეციდან დაშვება და ხალხის კვლავ ჭეშმარიტებისკენ მოწოდება. ‘ისა შუამავალი დაახლოებით 30 – 33 წლის ასაკში ამაღლდა, ხოლო ქაჰლის პერიოდი ამის შემდეგ იწყება.[3]წერა-კითხვა.[4]ცოდნის შემეცნების უნარი.

التفاسير: