[1] ქვეყნიერების დაქცევის ნიშნები.
[2] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ქვეყნიერება ისე არ დაიქცევა, ვიდრე მზე იქიდან არ ამოვა, საიდანც ჩადის. როდესაც ხალხი ამას ნახავს, ყველა ირწმუნებს, მაგრამ ეს ის დროა, როდესაც რწმენა არ არგებს სულს. შემდეგ ეს აიათი წაიკითხა.“ (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4636.) „როდესაც თავს იჩენს სამი რამ, მაშინ რწმენა არ არგებს სულს – რომელმაც მანამდე არ ირწმუნა ან არანაირი სიკეთე არ მოუხვეჭავს თავისი რწმენის სასარგებლოდ: მზის ამოსვლა იქიდან, საიდანაც ჩადის, დეჯჯალი და ქვესკნელის ცხოველი.“ (მუსლიმ, იმან 72/158.) „ვინც მზის დასავლეთიდან ამოსვლამდე მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის სინანულს.“ (მუსლიმ, ზიქრ ვე დუ’ა, 12/2703.)
[1] ‘ირბად ბინ სარიე გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ﷺ ერთხელ დილის ლოცვის შემდეგ ისე სულშიჩამწვდომად გვიქადაგა, რომ თავალები აგვიცრემლდა და გულები აგვიჩუყდა. ერთმა კაცმა უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! ეს ქადაგება გამოსამშვიდობებელ ქადაგებას ჰგავს, რას დაგვიბარებ ჩვენ? მან თქვა: „მე თქვენ გირჩევთ: ალლაჰის რიდს, სმენასა და მორჩილებას, თუნდაც ეთიოპიელი მონის მიმართ. უეჭველად, თქვენგან ვინც (ჩემს შემდეგ) იცხოვრებს, ის ძალიან ბევრი უთანხმოების მომსწრე იქნება. მე თქვენ გაფრთხილებთ შემდგომ გამოგონილი საქმეების მიმართ, უეჭველად გზააცდენილობაა იგი. ხოლო ვინც ამას მოესწრება, მისი ვალია ჩემი სუნნეთი და ჭეშმარიტ გზაზე მდგომი რაშიდი ხალიფეების სუნნეთი. საღეჭი კბილებით ჩაეჭიდეთ მას.“ (თირმიზი, ‘ილიმ 16/2676.) ასევე ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჩემი უმმეთი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც მოუვიდა ისრაელის მოდგმას. როგორც ცალი ფეხსაცმელი ჰგავს მეორეს, ისე დაემსგავსებიან მათ. იმდენად, რომ მათგან თუ იქნება ვინმე ისეთი, ვინც საკუთარ დედასთან სააშკარაოდ დაწვება, ჩემი უმმეთიდანაც გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ამას ჩაიდენს. ისრაელის მოდგმა სამოცდათორმეტად დაიყო, ხოლო ჩემი უმმეთი სამოცდაცამეტად დაიყოფა. ყველა მათგანი ცეცხლშია, გარდა ერთისა. იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ვინ არის ის ერთი? მან უპასუხა: რაზეც მე და ჩემი საჰაბეები ვადგავართ.“ (თირმიზი, იმან 18/2641.) „ჭეშმარიტად, სიტყვათაგან საუკეთესო ალლაჰის სიტყვაა, გზათაგან საუკეთესო მუჰამმედის გზაა, ყველაზე ცუდი საქმე შემდგომ გამოგონილი საქმეებია, ხოლო ყოველი ბიდათი (შემგომ გამოგონილი) გზააცდენილობაა.“ (მუსლიმ, ჯუმა 13/867.)
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „როდესაც ადამიანი ისლამს მიიღებს და კარგ მუსლიმად ჩამოყალიბდება, ალლაჰი მას ყველა უკეთურობას აპატიებს, რაც მანამდე ჩაუდენია, ხოლო ამის შემდეგ ყოველი მოქმედებისთვის სანაცვლო მიეგება; სიკეთეების სანაცვლოდ ათიდან სამოცდაათმაგამდე, ხოლო უკეთურების სანაცვლოდ მხოლოდ ერთი სანაცვლო, გარდა იმისა, თუკი ისიც აპატია ალლაჰმა.“ (ბუხარი, იმან 31/41.) ასევე ალლაჰის შუამავალი ﷺ გადმოგვცემს: უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ვინც (ჩემ წინაშე) მოვა სიკეთით, მას ერგება ათი იმდენი და კიდევ დავუმატებ. ვინც მოვა ცუდი საქმით, მისი სასჯელი ცოდვის თანაფარდი იქნება ან ვაპატიებ. ვინც მე დამიახლოვდა ერთი ციდა, მე მას დავუახლოვდები ერთ წყრთას; ვინც მე დამიახლოვდა ერთი წყრთა, მე მას დავუახლოვდები ერთ არშინს; ვინც ჩემსკენ დაიწყებს სვლას, მე მას სირბილით მივეგებები, ხოლო ვინც ჩემთან დედამიწისოდენა შეცდომებით მოვა, თუმცა შირქი არ ჩაუდენია, მე მას იმდენივე პატიებით დავხვდები.“ (მუსლიმ, იმან 6/2687.)
[2] არც სიკეთეების დაკარგვით და არც დაუმსახურებელი სასჯელით.
[1] ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისგან და წარმართული საქმისგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უკანონოდ შობილს მშობელთა ცოდვიდან არაფერი მიეზღვება.“ (ჰააქიმ, ალ-მუსთადრაქ, ჰ.ნ. 7053.)