[1] მალავთ თევრათში (თორა) გადმოცემულ ნიშნებს, რომლითაც მუჰამმედის შუამავლობა იყო ნაწინასწარმეტყველევი - მრუშის სასჯელს და მსგავს საკითხებს, რისი გამჟღავნებაც არ მოგწონთ.
[2] ყურანის მეშვეობით გესწავლათ.
[3] ალლაჰმა ჩამოავლინა თევრათი, რომელსაც თქვენც აღიარებთ, მაგრამ რაკი ყურანის აღიარება არ გინდათ, მზად ხართ თქვენს რწმენასაც დაუპირისპირდეთ და თქვათ, რომ ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენიაო.
[1] ორიგინალი „უმმ ალ-ყურა“ (ام القرى) პირდაპირი მნიშვნელობით სოფლების ან ქალაქების დედას ნიშნავს და იგულისხმება წმინდა ქალაქი მექქა. ანუ წმინდა ყურანი ქალაქ მექქაში მცხოვრებ მუჰამმედ შუამავალს ﷺ ჩამოევლინა და პირველად სწორედ ამ ქალაქის მკვიდრ ხალხს გააცნო, ხოლო თანდათანობით მის გარშემო მყოფებშიც გავრცელდა და ასე გაგრძელდება ქვეყნიერების დასასრულამდე, ვიდრე მთელ მსოფლიოს არ მოიცავს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე.
[1] როგორი შიშველი და უქონელიც მოევლინეთ ამ ქვეყანას, ისევე შიშველი და მატერიალურად უქონელი წახვალთ უკან. ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „უეჭველად, თქვენ ალლაჰის წინაშე ფეხშიშველი, ჩაუცმელი, ქვეითად და წინადაუცვეთელნი წარდგებით.“ (ბუხარი, რიყაყ 45/6524.)
[2] ქონება, ნათესავები, თანამდებობა და ა.შ.