[1] ‘ირბად ბინ სარიე გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ﷺ ერთხელ დილის ლოცვის შემდეგ ისე სულშიჩამწვდომად გვიქადაგა, რომ თავალები აგვიცრემლდა და გულები აგვიჩუყდა. ერთმა კაცმა უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! ეს ქადაგება გამოსამშვიდობებელ ქადაგებას ჰგავს, რას დაგვიბარებ ჩვენ? მან თქვა: „მე თქვენ გირჩევთ: ალლაჰის რიდს, სმენასა და მორჩილებას, თუნდაც ეთიოპიელი მონის მიმართ. უეჭველად, თქვენგან ვინც (ჩემს შემდეგ) იცხოვრებს, ის ძალიან ბევრი უთანხმოების მომსწრე იქნება. მე თქვენ გაფრთხილებთ შემდგომ გამოგონილი საქმეების მიმართ, უეჭველად გზააცდენილობაა იგი. ხოლო ვინც ამას მოესწრება, მისი ვალია ჩემი სუნნეთი და ჭეშმარიტ გზაზე მდგომი რაშიდი ხალიფეების სუნნეთი. საღეჭი კბილებით ჩაეჭიდეთ მას.“ (თირმიზი, ‘ილიმ 16/2676.) ასევე ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჩემი უმმეთი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც მოუვიდა ისრაელის მოდგმას. როგორც ცალი ფეხსაცმელი ჰგავს მეორეს, ისე დაემსგავსებიან მათ. იმდენად, რომ მათგან თუ იქნება ვინმე ისეთი, ვინც საკუთარ დედასთან სააშკარაოდ დაწვება, ჩემი უმმეთიდანაც გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ამას ჩაიდენს. ისრაელის მოდგმა სამოცდათორმეტად დაიყო, ხოლო ჩემი უმმეთი სამოცდაცამეტად დაიყოფა. ყველა მათგანი ცეცხლშია, გარდა ერთისა. იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ვინ არის ის ერთი? მან უპასუხა: რაზეც მე და ჩემი საჰაბეები ვადგავართ.“ (თირმიზი, იმან 18/2641.) „ჭეშმარიტად, სიტყვათაგან საუკეთესო ალლაჰის სიტყვაა, გზათაგან საუკეთესო მუჰამმედის გზაა, ყველაზე ცუდი საქმე შემდგომ გამოგონილი საქმეებია, ხოლო ყოველი ბიდათი (შემგომ გამოგონილი) გზააცდენილობაა.“ (მუსლიმ, ჯუმა 13/867.)