[1]ანუ ზაფხულში დღეებს აგრძელებ ღამის ხარჯზე და ზამთარში – ღამეებს აგრძელებ დღის ხარჯზე.[2]იბნი მეს’უდი, სა’იდ ბინ ჯუბეირი, მუჯაჰიდი და ყათადე განმარტავენ: სიცოცხლე ჩნდება სპერმის მეშვეობით, რაც არ ფლობს სიცოცხლეს, ხოლო სპერმა გამოდის ცოცხალი არსებიდან; იქრიმე და ქელბიი განმარტავენ: ცოცხალი წიწილა გამოდის უსულო კვერცხისგან, ხოლო უსულო კვერცხი გამოდის ცოცხალი ფრინველისგან; ჰასანმა და ‘ატამ განმარტეს: მორწმუნე გამოდის ქააფირისგან, ასევე ქააფირი გამოდის მორწმუნისგან; ზეჯჯაჯი განმარტავს: მცენარე აღმოცენდება გამხმარი მარცვლიდან, ხოლო გამხმარ მარცვალს იძლევა ნედლი მცენარე. იხ. თაფსირუ ბეღავი.