Fassarar Ma'anonin Alqura'ni - Fassarar Jojiya - Ana kan aikinsa

Lambar shafi:close

external-link copy
38 : 3

هُنَالِكَ دَعَا زَكَرِيَّا رَبَّهُۥۖ قَالَ رَبِّ هَبۡ لِي مِن لَّدُنكَ ذُرِّيَّةٗ طَيِّبَةًۖ إِنَّكَ سَمِيعُ ٱلدُّعَآءِ

მაშინ თავის ღმერთს შეევედრა ზექერია[1]: ,,ღმერთო, მიწყალობე შენი წიაღიდან სპეტაკი შთამომავლობა. ჭეშმარიტად, შენ ხარ შემსმენი ვედრებისა". info

[1]ზექერია მერიემის დეიდას ქმარი იყო. როგორც აიათშია მოცემული, წმინდა სამლოცველოს შეწირულ მერიემზე შუამავალი ზექერია მზრუნველობდა. მერიემისთვის სამლოცველოს შიგნით გამოყოფილი იყო პატარა ოთახი, სადაც ძირითად დროს ატარებდა. აიათში ეს ოთახი მოხსენებულია, როგორც მიჰრაბი. ზექერია როდესაც მერიემის სანახავად მიჰრაბში შედიოდა, მას იქ ხვდებოდა ხილი, რომელიც იმ არე–მარეში არ მოდიოდა. კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ზამთრის ხილი ზაფხულში და ზაფხულის ხილი ზამთარში ხვდებოდა. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير:

external-link copy
39 : 3

فَنَادَتۡهُ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ وَهُوَ قَآئِمٞ يُصَلِّي فِي ٱلۡمِحۡرَابِ أَنَّ ٱللَّهَ يُبَشِّرُكَ بِيَحۡيَىٰ مُصَدِّقَۢا بِكَلِمَةٖ مِّنَ ٱللَّهِ وَسَيِّدٗا وَحَصُورٗا وَنَبِيّٗا مِّنَ ٱلصَّٰلِحِينَ

შემდეგ, როცა მიჰრაბში ლოცულობდა, ანგელოზებმა[1] შეატყობინეს: ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს იაჰიას[2], როგორც ალლაჰის მიერ მოვლენილი სიტყვის[3] დამამოწმებელს, წინამძღოლს, თავშეკავებულს და მაცნეს სათნოთაგანო. info

[1]ზექერია შუამავალს არ ჰყავდა შვილი, თან ამ დროისათვის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო. ამიტომ ფიქრობდა, რომ მას შვილი აღარ გაუჩნდებოდა. ამ ამბის შემდეგ დაფიქრდა: ღმერთს, რომელმაც მარიამს სეზონის გასვლის მიუხედავად სხვადასხვა ხილეული უწყალობა, ჩემთვისაც შეუძლია, ასაკის გასვლის შემდეგ შვილი მიბოძოსო.

التفاسير:

external-link copy
40 : 3

قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَٰمٞ وَقَدۡ بَلَغَنِيَ ٱلۡكِبَرُ وَٱمۡرَأَتِي عَاقِرٞۖ قَالَ كَذَٰلِكَ ٱللَّهُ يَفۡعَلُ مَا يَشَآءُ

– თქვა[1]: ,,ღმერთო, ვაჟი როგორ მეყოლება, მე ხომ სიბერე მეწია და ჩემი ცოლი უნაყოფოა?" მიუგო: ,,ასეა, ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს". info

[1]მთავარანგელოზი ჯიბრილი.[2]ამ სახელის დარქმევის მიზეზთან დაკავშირებით სწავლულებისგან რამდენი განსხვავებული შეხედულებაა გადმოცემული. სახელი იაჰია (يحيى) სიცოცხლეს ნიშნავს, აქედან გამომდინარე, იბნი აბბასის აზრით, ღმერთმა ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ დედამისის უნაყოფო და ხანდაზმულ სხეულში ახალი სიცოცხლე ჩაისახაო; ყათადეს აზრით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ალლაჰი მის გულს რწმენით აცოცხლებდაო; ზოგის აზრით, მას ეს სახელი დაერქვა, რადგანაც ის სიცოცხლის ბოლოს შაჰიდად აღესრულა, შაჰიდები კი ცოცხლებად ითვლებიანო. იხ. თაფსირუ ბეღავი. ქრისტიანულ წყაროებში მაცნე იაჰია მოხსენებულია, როგორც იოანე ნათლისმცემელი იხ. ლუკა, 1/5-24.[3]უმრავლესობის მიხედვით აქ იგულისხმება ‘ისა ძე მერიემისა. ‘ისას ერთ-ერთი სახელია ალლაჰის სიტყვა, რადგანაც ის უმამოდ გაჩნდა ალლაჰის სიტყვით, როდესაც მას უბრძანა „გაჩნდი“ და ისიც გაჩნდა. აბუ უბეიდას აზრით, ეს არის ალლაჰის წიგნი და მისი აიათები. თუმცა არ არის გამორიცხული ორივეს ერთად გულისხმობდეს. იხ. თაფსირუ ბეღავი.

التفاسير:

external-link copy
41 : 3

قَالَ رَبِّ ٱجۡعَل لِّيٓ ءَايَةٗۖ قَالَ ءَايَتُكَ أَلَّا تُكَلِّمَ ٱلنَّاسَ ثَلَٰثَةَ أَيَّامٍ إِلَّا رَمۡزٗاۗ وَٱذۡكُر رَّبَّكَ كَثِيرٗا وَسَبِّحۡ بِٱلۡعَشِيِّ وَٱلۡإِبۡكَٰرِ

(ზექერიამ) თქვა: ,,ღმერთო, ნიშანი მომეცი". უთხრა: შენი ნიშანი ის არის, რომ სამ დღეს არ უნდა ესაუბრო ხალხს, გარდა მინიშნებებისა. ხშირად ახსენე შენი ღმერთი და მის უნაკლოებაზე იღაღადე დღის ბოლოსა და დასაწყისში. info

[1]გაოცებულმა და გახარებულმა

التفاسير:

external-link copy
42 : 3

وَإِذۡ قَالَتِ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ يَٰمَرۡيَمُ إِنَّ ٱللَّهَ ٱصۡطَفَىٰكِ وَطَهَّرَكِ وَٱصۡطَفَىٰكِ عَلَىٰ نِسَآءِ ٱلۡعَٰلَمِينَ

აკი, ანგელოზებმა[1] უთხრეს: ეი, მერიემ! უეჭველად, აგირჩია შენ ალლაჰმა, განგწმინდა და სამყაროთა ქალებს შორის გამოგარჩია[2]. info
التفاسير:

external-link copy
43 : 3

يَٰمَرۡيَمُ ٱقۡنُتِي لِرَبِّكِ وَٱسۡجُدِي وَٱرۡكَعِي مَعَ ٱلرَّٰكِعِينَ

ეი, მერიემ! მოწიწებით ჰმორჩილებდე შენს ღმერთს, დაემხე სეჯდეზე და მოიხარე რუქუ’ზე – რუქუ'ზე მყოფებთან ერთად. info

[1]მთავარანგელოზმა ჯიბრილმა.[2]მერიემის თავისი დროის ქალებისგან გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის განწმენდილი იყო დედათა წესის, ცუდი ზნეობისა და ცოდვებისაგან. მან უმამოდ, სასწაულებრივად გააჩინა შვილი. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ღვთის სალოცავს მიუძღვნეს, როგორც თავისუფალი ღვთისმსახური.

التفاسير:

external-link copy
44 : 3

ذَٰلِكَ مِنۡ أَنۢبَآءِ ٱلۡغَيۡبِ نُوحِيهِ إِلَيۡكَۚ وَمَا كُنتَ لَدَيۡهِمۡ إِذۡ يُلۡقُونَ أَقۡلَٰمَهُمۡ أَيُّهُمۡ يَكۡفُلُ مَرۡيَمَ وَمَا كُنتَ لَدَيۡهِمۡ إِذۡ يَخۡتَصِمُونَ

(ო, მუჰამმედ!) ესაა (შენთვის) უხილავ ამბავთაგან, რომელსაც ვაჰით გაცნობებთ. არ ყოფილხარ შენ მომსწრე, როცა ისინი კალმებს ისვროდნენ იმის წილისყრისთვის, თუ რომელი იკისრებდა მერიემის მზრუნველობას; და არც მაშინ იყავი მათთან ერთად, როდესაც უთანხმოებდნენ. info
التفاسير:

external-link copy
45 : 3

إِذۡ قَالَتِ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ يَٰمَرۡيَمُ إِنَّ ٱللَّهَ يُبَشِّرُكِ بِكَلِمَةٖ مِّنۡهُ ٱسۡمُهُ ٱلۡمَسِيحُ عِيسَى ٱبۡنُ مَرۡيَمَ وَجِيهٗا فِي ٱلدُّنۡيَا وَٱلۡأٓخِرَةِ وَمِنَ ٱلۡمُقَرَّبِينَ

აკი ანგელოზებმა[1] უთხრეს: ეი, მერიემ! ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს თავის სიტყვას, რომლის სახელია მესიჰი ‘ისა ძე მერიემისა. იქნება ის ღირსეული ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და ერთ-ერთი – დაახლოებულთაგან (ღმერთთან). info
التفاسير: