[1]თავს დამტყდარი უბედურებები მორწმუნეთათვის გამოცდაა. ვინც ამ გამოცდას მოთმინებით შეხვდება ან ვინც ალლაჰის გზაზე შაჰიდად დაეცემა, მათ ცოდვები ეპატიებათ. ნამდვილი და ცრუ მორწმუნენი (მუნააფიყნი) სწორედ განსაცდელის დროს გამომჟღავნდებიან. ამიტომ ასეთი დღეები მორწმუნეებს, როგორც ცოდვებისგან, ასევე ფარისევლებისგანაც განწმენდს; ხოლო ურწმუნოები თუ დაიხოცებიან, მათთვის ეს განადგურებაა, რადგანაც მათ ცოდვები არ მიეტევებათ.
[1]გადმოცემების თანახმად, ვინც ბედირის ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ისინი იმ დიდებული მადლის მოპოვების სურვილმა შეიპყრო, რაც შაჰიდებმა მოიპოვეს, ამიტომ ნატრობდნენ მსგავსი დღის გამეორებას, რომელშიც ალლაჰის გზაზე შაჰიდობის საშუალება მიეცემოდათ. მათ ნანატრი საშუალება უჰუდის ბრძოლაში გაუჩნდათ, თუმცა მათგან ნაწილი შედრკა და აქეთ-იქით მიმოიფანტა, ხოლო ნაწილმა მოთმინება გამოიჩინა და შეუპოვრად იბრძოდა. სწორედ ამ მოვლენის შესახებ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომელიც გაქცეულებს კიცხავდა და მომთმენებს აქებდა. იხ. თაფსირუ ტაბერი.