[1]უჰუდის ბრძოლაში შუამავალმა ﷺ მარჯვენა და მარცხენა ფრთებზე ხაზრეჯის ტომიდან სელემეს გვარის, ხოლო ევსის ტომიდან ჰაარისეს გვარის ხალხი განალაგა, რომლებიც მტერთან პირისპირ შეხვედრის და ბრძოლის შიშმა შეიპყრო. ბოლოს აბდულლაჰ ბინ უბეიმ, რომელიც 300 კაციან ჯარს ხელმძღვანელობდა, თქვა – საკუთარი თავი და შვილები რის გულისთვის ჩავაგდო საფრთხეშიო და ჯართან ერთად უკან დაბრუნდა.
[1]ბედირი – მექქასა და მედინას შორის მდებარე ადგილის სახელია, სადაც ჰიჯრეთის მეორე წელს მექქელ წარმართებსა და მედინელ მუსლიმებს შორის პირველი ბრძოლა გაიმართა. ამ ბრძოლაში წარმართთა ჯარი 950 მებრძოლს შეადგენდა, რომლებსაც თან ჰქონდათ სრული საბრძოლო აღჭურვილობა, ხოლო მუსლიმთა ჯარი 305 მებრძოლს ითვლიდა, რომელიც განიცდიდა იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის ნაკლებობას. მიუხედავად წარმართთა რიცხობრივი და აღჭურვითი უპირატესობისა, ბრძოლა მაინც მუსლიმთა სასარგებლოდ დასრულდა.
[1]ღვთის წყალობით, ბედირის ომში ზეციდან სამი ათასი ანგელოზი ჩამოევლინა და მორწმუნეებთან ერთად წარმართების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
[1]ენეს ბინ მაალიქი გადმოგვცემს, რომ უჰუდის ბრძოლაში ალლაჰის შუამავალს კბილი მოსტეხეს და თავი გაუტეხეს; ის ამ მდგომარეობაში სისხლს იწმენდდა და თან ამბობდა: „როგორ უნდა გადარჩეს ხალხი, რომელმაც შუამავალი დაჭრა და კბილი მოსტეხა; შუამავალი, რომელიც მათ ალლაჰთან ეპატიჟება.“ სწორედ ამ სიტყვების გამო ჩამოავლინა უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი. იხ. მუსლიმ, ჯიჰად 37/1791.
[1]პატიება იქნება მისი წყალობის გამოვლინება, ხოლო სასჯელი –სამართლიანობის შედეგი.