ნუთუ არ გინახავს ისინი, ვინც იყვნენ ათასობით და (შავი ჭირით ან ომით მოსალოდნელი) სიკვდილის შიშით თავიანთი სამშოლო მიატოვეს? მაშინ ალლაჰმა უთხრა მათ: ,,დაიხოცეთ!“, შემდეგ ისევ გააცოცხლა ისინი[1] . ჭეშმარიტად, ალლაჰი მწყალობელია ადამიანთა მიმართ, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა უმადურია.
[1] როგორც სწავლულები გადმოგვცემენ, ეს ამბავი ისრაელის მოდგმას გადახდა თავს. დიდი ალბათობით, ეს უნდა მიუთითებდეს თორაში გადმოცემულ ამბავს, რომელსაც ყვება ეზეკიელ შუამავალი. იხ. თორა, ეზეკიელი, 37/1-14.